06:34 22 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ვიდეოხიდი თეატრის საერთაშორისო დღე

როგორ ცხოვრობენ რუსული თეატრები საქართველოში, მოლდოვაში და ბელარუსში

© Sputnik / Levan Avlabreli
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
3811

საქართველოს, მოლდოვისა და ბელარუსის რუსულმა თეატრებმა განიხილეს საერთო პრობლემები, 2016-2017 წლების თვალსაჩინო პრემიერები, ახალგაზრდა ავტორების დადგმები, მაყურებელთა ინტერესების თავისებურებები და თეატრალური საზოგადოებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს, მოლდოვისა და ბელარუსის რუსული თეატრების დირექტორებმა — თბილისის ალექსანდრ გრიბოედოვის სახელობის, მაქსიმ გორკის სახელობის მინსკის თეატრის და ანტონ ჩეხოვის სახელობის კიშინიოვის თეატრის — თეატრალურ საზოგადოებას თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცეს, რომელიც მსოფლიოში 27 მარტს აღინიშნება.

ვიდეოხიდი თბილისი — მინსკი — კიშინიოვი თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ორშაბათს გაიმართა.

"ყველას მინდა მოგილოცოთ თეატრის საერთაშორისო დღე და გისურვოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება: რა თქმა უნდა, მაყურებლები, აპლოდისმენტები, კარგი განწყობა და ჰარმონია", — განაცხადა კონსტანტინ ხარეტმა, ანტონ ჩეხოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა.

ხარეტის თქმით, კიშინიოვში 15-მდე თეატრი მოქმედებს, და ჩეხოვის თეატრი მათში ლიდერობს და ყველაზე პოპულარულია. კულტურის ადგილობრივი სამინისტროს დაკვირვებით, მოლდაველები თეატრში ხშირად დადიან და უპირატესობას თანამედროვე მწვავე თემებზე დადგმულ სპექტაკლებს ანიჭებენ.

ჩეხოვის თეატრის სცენაზე, რომელიც წელს 83 წლის იუბილეს აღნიშნავს, წარმატებით გადის ალექსანრდ ვოლოდარსკის “Селфи со склерозом", დმიტრი კოევის "Дураки", სემიონ ზლოტნიკოვის "Пришел мужчина к женщине", იური მუზიკას "Без тормозов" და მრავალი სხვა დადგმა.

თუმცა ჩეხოვის სახელობის კიშინიოვის თეატრის მთავარ პრობლემად შენობის სავალალო მდგომარეობა რჩება: თეატრში არ არის გათბობა და სახურავიდან წყალი ჩამოდის. სამაგიეროდ აწყობილია ბილეთების გაყიდვის სისტემა — ფასდაკლებების მოქნილი სისტემა არსებობს, პენსიონრებისათვის აქციები მოქმედებს. ასევე აქტუალურია მსახიობების დაბალი ანაზღაურება. მოლდოვაში საშუალო ხელფასი 250 ევროს შეადგენს, თეატრის მსახიობები კი ნაკლებს იღებენ.

მაქსიმ გორკის სახელობის მინსკის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრი 85 წლის იუბილესთვის ემზადება. ამავე დროს ბელარუსის სცენის ორი ოსტატის იუბილეც აღინიშნება — მსახიობ ბელა მასუმიანის და რეჟისორ ბორის ლუცენკოს.

მაქსიმ გორკის სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სერგეი კოვალჩიკის თქმით, ამ სეზონზე განსაკუთრებით პოიპულარულია ანჯეი სარამონოვიჩის სპექტაკლი "ტესტოსტერონი" და კარლო გოლდონის "მედუქნე". როგორც კოვალჩიკმა აღნიშნა, მინსკის მაყურებელს უფრო მეტად კომედია და ესთეტიური წარმოდგენები იზიდავს, ამიტომ ქვეყანაში სერიოზულ, პატრიოტულ თემებზე სპექტაკლების ნაკლებობაა.

გარდა ამისა, კოვალჩიკმა განაცხადა, რომ ბელარუსის თეატრებში მიგრაციის ტენდენცია არ შეინიშნება.

"ამიტომაც მინდა გისურვოთ შემოქმედებითი შთაგონება. როგორც სტანისლავსკი იტყოდა, შთაგონება ძნელი საპოვნელია, მაგრამ მისი მოკვლა ადვილია. მხატვარში შთაგონების მოკვლა ყველაფერს შეუძლია — სახურავი წყალს უშვებს, ცარიელი დარბაზია, ქვეყანაში სიმშვიდე არ არის — და მხატვარს შეიძლება დაეკარგოს შთაგონება. ეს ყველაზე მთავარია. თუ არის შთაგონება, შემოქმედებაც იქნება", — განაცხადა კოვალჩიკმა.

თბილისის ალექსანდრ გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორის ნიკოლაი სვენტიცკის თქმით, "გრიბოედოველების" დასი ამ სეზონზე აქტიურად გასტროლირებს. ახლახან მსახიობები ბელარუსიდან დაბრუნდნენ, სადაც მონაწილეობდნენ საერთაშორისო თეატრალურ ფორუმში М.art контакт-2017. აპრილ-მაისში გრიბოედოვის თეატრის მსახიობებს ელიან უკრაინაში, შემოდგომით — რუსეთში, მალე კი დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სომხეთში.

გრიბოედოვის თეატრს უახლოეს მომავალში რეპერტუარის კუთხით სიახლეები ელის. მზადდება სპექტაკლი А. Л. Ж. И. Р. — სამშობლოს მოღალატეების ცოლებზე, ეს არის უდიდესი საბჭოთა ქალთა ბანაკის კულუარული სახელწოდება, "გულაგის არქიპელაგის" ერთ-ერთი კუნძული, რომელიც ყაზახეთში აკმოლინსკის ოლქში 1938-1953 წლებში მდებარეობდა. ამ ბანაკში 126 ქართველი ქალი იმყოფებოდა.

მარჯანიშვილის თეატრი
© Sputnik / Alexander Imedashvili

მოახლოებულ პრემიერებს შორის ჩეხოვის "სამი და" და დოსტოევსკის მიხედვით დადგმული "ეშმაკნი". ამ დადგმების რეჟისორი არის ცნობილი ქართველი რეჟისორი, გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

ნიკოლაი სვენტიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნიდან არა მარტო რუსულენოვანი მოსახლეობის, საერთოდ მოსახლეობის დიდი გადინების ფონზე, რომელიც პირველ რიგში ეკონომიურ პრობლემებს უკავშირდება, გრიბოედოვის თეატრი თავის მთავარ მიზანს მაინც ახორციელებს — ქართულ მიწაზე მაყურებლამდე რუსული სიტყვა მიაქვს.

"გრიბოედოვის თეატრის ყველაზე დიდი დამსახურება, და მე ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიო საზოგადოებას და, საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასაც ესმის, არის ის, რომ ჩვენი თეატრის მაყურებლის 98% — ეთნიკური ქართველები არიან. მე მიმაჩნია, რომ ეს თეატრის დიდი გამარჯვებაა. და ეს ამ მიწაზე მის საჭიროებაზე მეტყველებს", — აღნიშნა სვენტიცკიმ.

მთავარი თემები