თბილისური ეზო კომედიის სიუჟეტი გახდა

© ნინო ქავთარაძის პირადი არქივიკადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისური ეზო მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ არის. ის განსაკუთრებული სამყაროა თავისი განსაკუთრებული ურთიერთობებით.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოში მოკლემეტრაჟიან კომედიურ ფილმს იღებენ ქვეყნის ლამაზი ეროვნული ტრადიციის შესახებ — თბილისურ ეზოზე, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ.

ეს ფილმი არის დიდ სიყვარულზე, მეზობლების კომიზმამდე მიყვანილ კონფლიქტზე და საერთოდ, ადამიანების შესახებ. იმ განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ, რომლებიც მხოლოდ საქართველოში ყალიბდება, სადაც ჰაერიც კი სიყვარულით არის გაჟღენთილი", —განუცხადა Sputnik საქართველოს" ფილმის პროდიუსერმა თამარ გოგიჩაიშვილმა.

ვასილ გაბაშვილის სახლი - Sputnik საქართველო
მაქმანებიანი სახლის თავადურ-გლეხური წარსული და ბრძენი ბებიის წინასწარმეტყველება

ფილმის რეჟისორი და სცენარისტია არსენ აგაჯანიანი. ეს მისი მეორე ნამუშევარია. პირველი იყო კინოფირიჰანი მანი" (2015, რუსეთი/სომხეთი). ფილმის მთავარი გმირია ცენტრალური ბანკის უფროსის მოადგილე ვილენ აპრესიანი, რომელსაც გათავისუფლბა ელოდება, თუ 50 მილიონიანი ტრანშის გამოყოფაზე შეთანხმებას ხელს არ მოაწერს საერთასორისო საკრედიტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყანაში ორ დღეში უნდა ჩამოვიდეს. ფილს საკმაოდ წარმატებული საფესტივალო ისტორია ჰქონდა.

ფილმის ოპერატორია მკო მალხასიანი, რომელიც ასევეჰანი მანიზე" მუშაობდა.

მალხასიანი წარმოშობით სომხეთიდანაა, მაგრამ ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლოს-ანჯელესში. კინემატოგრაფისტების განცხადებით, ოპერატორი იმდენად მოიხიბლა ფილმის იდეითა და სცენარით საქართველოს შესახებ, რომ სურათზე მუშაობას მაშინვე დათანხმდა და საქართველოში სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდა.

ფილმში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები — მიხეილ გომიაშვილი, გია კორკოტაშვილი, თამარ მაყაშვილი, მზია არაბული, მამუკა ლორია, ლუკა თარხან-მოურავი და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0