ნინო ქათამაძე რუსეთის ქალაქებში დიდ საგასტროლო ტურს იწყებს

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშინინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight კონცერტებს გამართავენ მოსკოვში, ირკუტსკში, კრასნოიარსკში, ომსკსა და სხვა ქალაქებში.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight მარტში რუსეთში დიდ საგასტროლო ტრუს იწყებენ — ისინი ბოლო ალბომით Yellow რუსეთის რვა ქალაქში გამოვლენ.

ვარსკვლავის კონცერტი ირკუსტსკში 27 მარტს გაიმართება, კრასნოიარსკში — 29 მარტს და ომსკში — 31 მარტს.

ჩელიაბინსკში ქართველ მომღერალს მოუსმენენ 1 აპრილს, ეკატერინბურგში — 3 აპრილს, ტიუმენში — 5 აპრილს, სურგუტში — 7 აპრილს.

რუსეთის დედაქალაქში ნინო ქათამაძე კონცერტს ფესტივალზე Усадьба. Jazz 2017 წლის 1 ივლისს გამართავს.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე მარტში თბილისში კონცერტს გამართავს

გარდა ამისა, უკვე ცნობილია, რომ ქართველი მომღერალი აპრილში ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრის სცენაზე გამართავს კონცერტს; მაისში — კვიპროსზე, ასევე მაისში — ოდესაში, ხერსონსა და კიევში, ხოლო ივნისში — ბაქოში.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე თბილისელ თაყვანისმცემლებს შეხვდება

პროფესიული კარიერა ჯგუფ "ინსაითთან" ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში "ვაშლი", "ინდი", "ქალთევზა", "გზატკეცილი М8" და სხვ.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0