ჯგუფი „მგზავრები" რუსეთში დიდ საკონცერტო ტურს მართავს

© photo: Mgzavrebi / FB"მგზავრები"
მგზავრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ჯგუფი „მგზავრები" მოსკოვში, კალინინგრადში, სანქტ-პეტერბურგში, სარატოვში, სამარასა და სოჭში კონცერტებს გამართავს.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ქართული ფოლკ-ჯგუფ მგზავრების" დიდი საგაზაფხულო საკონცერტო ტური რუსეთში 22 მარტს კალუგაში დაიწყო.

ქართველი მუსიკოსები კონცერტებს გამართავენ: 23 მარტს — მოსკოვში, 24 მარტს — კალინინგრადში, 26 მარტს — სანქტ-პეტერბურგში, 29 მარტს — სარატოვში და 30 მარტს — სამარაში. ტურის ფარგლებში ჯგუფი მსმენელის წინაშე ბოლო კონცერტით სოჭში, სამთო-სათხილაურო კურორტ როზა ხუტორში წარდგება.

„მგზავრები“ სტუმრად ურგანტთან - Sputnik საქართველო
„მგზავრები“ სტუმრად ურგანტთან

მგზავრები" შეასრულებენ კომპოზიციებს როგორც ახალი ალბომიდან იასამანი", ისე საკუთარი ადრინდელი რეპერტუარიდან საუკეთესო ჰიტებს.

ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომიმე მოვიგონე", რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.

მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმამგზავრებმა" რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом.

2016 წელსმგზავრებმა" ათი წლის იუბილე რიგით მეექვსე ალბომის "იასამანის" გამოშვებით აღნიშნეს. მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

ყველა ახალი ამბავი
0