ისლანდიელი მომღერალი Sоley საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს

© Flickr / fmalcherვოკალისტი და კომპოზიტორი Sóley
ვოკალისტი და კომპოზიტორი Sóley - Sputnik საქართველო
გამოწერა
პიანისტი და ვოკალისტი ისლანდიის ქალაქ ჰაბნარფიორდიურიდან თბილისში, საკონცერტო დარბაზ Space Hall-ის სცენაზე კონცერტს გამართავს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ისლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი სოლეი სტეფანსდოტირი, იგივე Sóley, 2017 წლის 26 მარტს თბილისში გამოვა.

Sóley პიანისტი და ვოკალისტია ისლანდიის ქალაქ ჰაბნარფიორდიურიდან. ის ასრულებს მუსიკას ინდი-პოპის სტილში.

ექსპერიმენტული ჟღერადობითა და სტილით Sоley-ს ხშირად ადარებენ მეორე ისლანდიელ მომღერალს — ბიორკს.

გოგონა მუსიკის შესწავლას ადრეულ ასაკში შეუდგა. ისლანდიის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა დაკვრას ფორტეპიანოზე, ხატვას. 2007 წლიდან არის ისლანდიური ინდი-ფოლკის ჯგუფ Seabear-ის მონაწილე, უკრავს გიტარასა და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. ამ ანსამბლში მიაქცია მას, როგორც სოლო შემსრულებელს, ყურადღება ლეიბლმა Morr Music და მას სოლო კომპოზიციების დაწერა შესთავაზა.

2010 წელს Sоley-მ გამოუშვა თავისი სადებიუტო მინი-ალბომი Theater Island, ხოლო შემდეგ წელს — სრულფასოვანი ალბომი We sink. ეს ფირფიტა კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. 2014 წელს გამოვიდა სოლეის მინი-ალბომი Krоmantík, სადაც რვა საფორტეპიანო კომპოზიცია შევიდა. ამ ნაწარმოებებს მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა.

Sоley აქტიურად გამოდის სხვადასხვა სკანდინავიურ მუსიკალურ ფესტივალებზე. ჩვეულებრივ ცხოვრებაში მომღერალი მორიდებულობით გამოირჩევა. თავისუფალ დროს ცეკვავს, მოგზაურობს, თავის ქალიშვილთან ატარებს დროს. მომღერლის თქმით, მას სურს, რომ მსმენელმა მისი მუსიკა აღიქვას, როგორც ემოციური გამოცდილება.

ყველა ახალი ამბავი
0