მომღერალი ლაშა სოზაშვილი შოუ Ты супер!-ის შემდეგ ტურში გავიდა

© PR НТВლაშა სოზაშვილი
ლაშა სოზაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 წლის ლაშა სოზაშვილი საქართველოდან მუსიკალური შოუს "Ты супер!" შემდეგ ტურში გადავიდა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს მკვიდრი, НТВ და Sputnik —ის ერთობლივი პროექტის "Ты супер!"-ის მონაწილემ ლაშა სოზაშვილმა, პროექტის მორიგი მოსმენისას ჟიურის წევრების უმრავლესობა მოხიბლა. ჩვიდმეტი წლის ლაშამ ჯგუფ „ბრავოს“ სიმღერა „Оранжевый галстук"  შეასრულა და სამი ხმა მიიღო, იტყობინება „Sputnik საქართველო“

ჟიურის წევრებიდან ღილაკს პირველმა იოლკამ დააჭირა, შემდეგ მარგარიტა სუხანკინამ და მესამ პროდიუსერი ვიქტორ დრობიში იყო. სტას პიეხამ ხმის მიცემისაგან თავი შეიკავა. 

ჟიურის ყველა წევრმა პირველ რიგში ყურადღება მიაქცია ახალგაზრდის ტემპერამენტს, არტისტიზმსა და ქარიზმას. პირველიდან ბოლო ნოტამდე ლაშა შეუჩერებლად ცეკვავდა. ჩემი პედაგოგები მეუბნებოდნენ, რომამ სიმღერაზე ისე მემღერა და მეცეკვა როგორც ვგრძნობდიდა ყველა ეს მოძრაობა შინაგანად მოდიოდა. მე ის ასე მესმის, ასე ვგრძნობ და ასე გიჩვენებთ თქვენ», — თქვა ლაშამ. 

პროექტის Ты супер! მონაწილე ლაშა სოზაშვილი - Sputnik საქართველო
შოუში Ты супер! კიდევ ერთი ქართველი – ლაშა სოზაშვილი გამოვა

„გთხოვთ დარჩეთ ასეთივე პოზიტიური, შინაგანი ცეცხლით, გაბრწყინებული თვალებით — ეს ყველაზე ძვირფასია. თქვენ ტოვებთ ძალიან ბედნიერი, სიცოცხლით სავსე ადამიანის შთაბეჭდილებას, ეს საოცარია და ძვირფასი, ბრვო!“, — უთხრა ლშას იოლკამ. 

„მე თქვენ კიდევ გაგაოცებთ!“, — უთხრა ლაშამ ჟიურის წევრებს დამშვიდობებისას. 

ლაშა სოზაშვილი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროდანაა, ამჟამად სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ტავდაში ცხოვრობს. 

პროექტის ავტორთა მონათხრობით, ლაშა სამი წლიდან ბებიამ გაზარდა და ლაშასთვის სწორედ ბებიაა მთავარი ბიძგის მიმცემი ცხოვრებაში. 

ლაშა ბავშვობიდან მღერის, ასევე წერს ლექსებს. იგი კადეტთა კორპუსში სწავლობდა, რამაც მისი თქმით, ძალიან დიდი როლი შეასრულა მის აღზრდაში. 

თავის ხმაზე და შესრულების მანერის განსაკუთრებულ ხიბლზე, ლაშამ „Sputnik საქართველოს“ უამბო: „პირველ რიგში ჩემში არის განსაკუთრებული, ალბათ ქართული ქარიზმა, რადგან პირველ რიგში არ მეშინია რაღაც ახალი მოსინჯვის და ამ სიახლეს შინაგანად მთლიანად მივენდობი. ამასთან ჩემში არის რაღაც ნაპერწკალი, რომელსაც დარბაზის აყოლიება შეუძლია, მე ვიცი დარბაზთან მუშაობა, ვანათებ, როცა ვმღერი“. 

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

კონკურსზე საქართველოს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი წარმოადგენს ქარელიდან. 

თვალი მიადევნეთ ლაშა სოზაშვილის წარმატებებსა და გამარჯვებებს ვებ-გვერდზე „Sputnik საქართველო“ და სოციალურ ქსელებში. ხმა მიეცით თქვენს საყვარელ მონაწილეს თქვენი ქვეყნიდან „Sputnik საქართველოზე“. ონლაინ-გამოკითხვის გამარჯვებულები დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებიდან შესაძლებლობას მიიღებენ, გამოვიდნენ რადიო Sputnik-ის ეთერებში და მსმენელს ცხოვრებისეული საიდუმლო გაუზიარონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0