ზოროასტრული ტაძარი თბილისში ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი გახდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლის ზოროასტრული ტაძარი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი გახდა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თბილისის ცენტრში ზოროასტრულ ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, იუწყებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 21 თებერვალს მიიღეს.

ათეშგა (ათეშ — სპარსულად ცეცხლი, გაჰ – ადგილი) თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკულტო ნაგებობაა. იგი კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალას ციხის ქვეშ, გომის N3-ში მდებარეობს.

გოგონა ქართულ ეროვნულ სამოსში - Sputnik საქართველო
ჩოხა, მართლმადიდებლური რწმენა და ქართული ტრადიციები

„ათეშგა საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთადერთი შემორჩენილი ჩარდახი-ტაძარია; ნაგებობა ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით არის ნაშენები, რომელსაც ძველქართულად არტოშანს უწოდებდნენ. ათეშგას კოშკურა ნახევარსფერული გუმბათით თბილისის თითქმის ყველა საარქივო გრაფიკულ გამოსახულებაზეა“, — აღნიშნულია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით და მკვლევართა მოსაზრებებით, ნაგებობა V-VII საუკუნეებით თარიღდება. ათეშგამ სახე იცვალა საუკუნეთა განმავლობაში. არსებული მოსაზრების თანახმად, ნაგებობა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ მეჩეთად გადაკეთდა. 1735 წელს, თურქების თბილისიდან განდევნის დროს ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთ-ერთად სწორედ აღნიშნული ნაგებობა მოიაზრება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 1986 წლის 14 ნოემბერს საქ.სსრ მინისტრთა საბჭოს N°706 დადგენილებით „ათეშგას“ განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2007 წლის 1 ოქტომბერს თბილისში მდებარე ძეგლებისთვის საბჭოთა პერიოდში მინიჭებული სტატუსები ხელახლა დამტკიცდა, რის შედეგადაც „ათეშგას“ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0