„სუხიშვილების“ გასტროლები პოლონეთში: ანშლაგი, აღფრთოვანება და უწყვეტი აპლოდისმენტები

© Sputnik/Denis Aslanovნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები"
ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ გასტროლებმა პოლონეთში ანშლაგით ჩაიარა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სავსე დარბაზები, აღფრთოვანება და მაყურებლის განუწყვეტელი აპლოდისმენტები — ასე დახვდნენ პოლონეთში გასტროლებზე მყოფ საქართველოს ნაციონალურ ბალეტს „სუხიშვილები“.

ქართული ანსამბლის დიდი საზღვარგარეთული ტურნე რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გამოსვლების პირველ შეფასებას Facebook-ის „სუხიშვილების“ გვერდზე თავად ანსამბლის დირექტორი ნინო სუხიშვილი აკეთებს.

„გუშინ კრაკოვში და დღეს ლოდში ორ-ორი კონცერტი ჩავატარეთ, 2 დღეში 4 კონცერტი! გულწრფელად მიკვირს ჩვენი მოცეკვავეების გამძლეობის, ენერგიისა და თავგანწირვის. და ამის მერე სულ აღარ მაოცებს სავსე დარბაზები, არც ერთი თავისუფალი ადგილი, მაყურებლის კივილი, აღფთოვანება და უწყვეტი ტაში, წინ კიდევ 40 კონცერტია!!!“ — წერს ნინო სუხიშვილი.

პოლონეთში გამოსვლის შემდეგ ანსამბლი უკრაინაში გააგრძელებს ტურნეს, სადაც 23 ქალაქში გამოვა.

უკრაინის შემდეგ „სუხიშვილებს“ ელოდებიან ბელარუსსა და ჩეხეთში.

ნინო რამიშვილი - Sputnik საქართველო
ცეკვა ერთ მილიონზე - „სუხიშვილების“ ანსამბლი დაზღვეულია

ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ანსამბლი 1945 წელს დააარსეს. პირველ გასტროლზე ანსამბლი ევროპაში უკვე 1948 წელს გავიდა.

„სუხიშვილებმა“ მალევე მოიპოვეს მსოფლიო აღიარება, რომელიც დღემდე გრძელდება. 

70-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლი გასტროლებით 200-ზე მეტ ტურნეში 90 ქვეყანაში იმყოფებოდა, გამართა დაახლოებით 9500 კონცერტი. უცხოურმა პრესამ „სუხიშვილები“ „მერვე საოცრებად“ მონათლა.

2017 წლის იანვარში ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილებმა“ ანსამბლი 1 მილიონ ლარად დააზღვია. ქართული დაზღვევის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანსამბლმა, კოლექტივის მუსიკოსების ჩათვლით, მთელი შემადგენლობა დააზღვია.

ყველა ახალი ამბავი
0