ცნობილი რუსი მსახიობის კაბას უცენზურო ქართული წარწერა "ამშვენებდა"

© photo: Sputnik / Кирилл Каллиников / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი ნასტასია სამბურსკაია
მსახიობი ნასტასია სამბურსკაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ნასტასია სამბურსკაია Муз-ТВ–ს დაჯილდოებაზე გამოჩნდა კაბით, რომელსაც უცენზურო ქართული წარწერა "ამშვენებდა".

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თეატრისა და კინოს პოპულარული რუსი მსახიობი, ტელესერიალ „უნივერის“ ვარსკვლავი, ტელეწამყვანი და მომღერალი ნასტასია სამბურსკაია Муз-ТВ–ს დაჯილდოებაზე გამოჩნდა კაბით, რომელსაც უცენზურო ქართულენოვანი წარწერა "ამშვენებდა".

მოკლე შავ კაბას თეთრი ასოებით ეწერა: „ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს“.

Публикация от НАСТАСЬЯ СамбурскАя (@samburskaya) Фев 12 2017 в 9:14 PST

 

ფოტოსურათი, რომელზეც სამბურსკაიამ ამ კაბას ტყავის ბოტფორტი–ჩექმა და შავი აქსესუარები (სამაჯური და საყურეები) შეუხამა, მან Instagram–ზე გამოაქვეყნა. იმავე სამოსით მსახიობი დიზაინერ და სტილისტ ვლადისლავ ლისოვეცთან ერთად არის აღბეჭდილი.

ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის სკანდალური ქართული წარწერის მქონე კაბის დიზაინი, ნასტასია არ ამხელს.

#ЧутьЧутьНаСтиле #ВоПервыхЭтоКрасиво @vladislavlisovets

Публикация от НАСТАСЬЯ СамбурскАя (@samburskaya) Фев 12 2017 в 12:09 PST

 

29 წლის ნასტასია სამბურსკაია ლენინგრადის ოლქის ქალაქ პრიოზიორსკში დაიბადა. 2010 წელს მან რუსეთის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა. პირველად ის სერიალ „ესენინის“ მასობრივ სცენებშია გადაღებული. 2011 წლიდან ტელეარხ ТНТ–ზე სერიალ „უნივერში“ სტუდენტისა და ღამის კლუბის მმართველის კრისტინა სოკოლოვსკაიას როლს ასრულებს.

მისი საესტრადო დებიუტი 2016 წელს შედგა ვიქტორ დრობიშთან ერთად სიმღერით „ცუდი ბიჭები“.

ნასტასია სამბურსკაია არაერთხელ მოხვედრილა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Playboy Russia, Playboy Ukraine, MAXIM და IFamous. ჟურნალ MAXIM–ის ვერსიით 2012, 2013, 2014, 2015 წლებში რუსეთის ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეულში შევიდა. 2015 წელს ჟურნალ FHM–ის ვერსიით პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეულში შევიდა, ხოლო ჟურნალ STARHIT–ის ვერსიით — რუსული შოუბიზნესის სექს–სიმბოლოთა ხუთეულში. იმავე წელს სამბურსკაიას რუსეთში ფიტნეს–ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის Reebok Awards-ის პრემია გადასცეს.

2016 წელს ნასტასია სამბურსკაიას ნომინაციაში „წლის მსახიობი ქალი“ Fashion People Awards-2016–ის პრემია მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0