Napalm Death-ი საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს

გამოწერა
Napalm Death-ის ერთ-ერთი კომპოზიცია გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე მოკლე სიმღერა.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ბრიტანული დეტ-მეტალ-ჯგუფი Napalm Death-ი საქართველოში კონცერტს პირველად გამართავს, რომელიც თბილისში 19 აპრილს ჩატარდება, იუწყებიან კონცერტის ორგანიზატორები.

Napalm Death-ი 1981 წელს ინგლისურ სოფელ მერიდენში 13 წლის ნიკოლას ბულენმა და 14 წლის მაილზ რეტლეჯერმა დააარსეს. ჯგუფის სახელწოდება Napalm Death („სიკვდილი ნაპალმისგან“) — მუსიკოსების მიმართვაა საომარ მოქმედებებში ნაპალმის ბომბების გამოყენების წინააღმდეგ, რომელსაც ვიეტნამის ომის დროს ფართოდ იყენებდნენ.

Napalm Death-ი „გრანდკორის“ ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ჯგუფის მუსიკალური სტილის განვითარების მიხედვით, Napalm Death-ი უფრო მეტად ექსპერიმენტებს დეტ-მეტალის სტილში ატარებდა.

მათი კომპოზიცია You Suffer გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც მსოფლიოში ყველაზე მოკლე სიმღერა — სიმღერის ხანგრძლივობა 1,316 წამია.

საქართველოში ბრიტანული ჯგუფის კონცერტის ორგანიზატორი კომპანია Conspiracy Concert Agency-ია.

ყველა ახალი ამბავი
0