ტრიო „მანდილი“ ევროპულ ტურნეში მიემგზავრება

© FB / Трио "Мандили"ტრიო "მანდილი"
ტრიო მანდილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრიო „მანდილი“, რომელსაც მსოფლიო აღიარება ორიგინალური მანერით შესრულებულმა ქართულმა ფოლკლორულმა სიმღერებმა მოუტანა, ვენაში, ბუდაპეშტსა და ლოკარნოში კონცერტებს გამართავს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. გოგონების პოპულარული ფოლკ–ტრიო „მანდილი“ ევროპის დასაპყრობად მიემგზავრება — 2017 წლის აპრილში გოგონების კონცერტებს ავსტრიაში, უნგრეთსა და შვეიცარიაში ელიან.

„მანდილის“ გამოსვლა ვენაში 6 აპრილს გაიმართება, ბუდაპეშტში — 8 აპრილს. სამხრეთ შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში ქართული კოლექტივი 9 აპრილს წარდგება.

„ევროპაში გამართულ კონცერტზე გოგონები „მანდილის“ ადაპტაციით ქართულ ფოლკლორულ სიმღერებსა და საკუთარ კომპოზიციებს შეასრულებენ. გარდა ამისა, ამჟამად ტრიო თავისი მეორე ალბომზე მუშაობს, რომლის რელიზი უახლოეს მომავალში გამოვა“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ კოლექტივის პროდიუსერმა როსტისლავ მასლოვიჩმა.

მასლოვიჩის თქმით, ახალ კომპოზიციებში უფრო მეტი ხალხური საკრავი იქნება გამოყენებული, რაც მათ ხმოვანებას უფრო მდიდრულს და საინტერესოს გახდის.

საქართველოში გოგონები მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს წყალობით გახდნენ პოპულარული. ინტერნეტში ორი კვირის მანძილზე, თბილისის მახლობლად, სოფლის გზაზე გადაღებულმა ვიდეომ, სადაც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერას — „აპარეკას“ მღერიან, მილიონი ნახვა დააგროვა.

ტრიო მანდილის გოგონები ახალი სიმღერით - Sputnik საქართველო
ტრიო "მანდილის" გოგონები ახალი სიმღერით

ჯგუფის სახელწოდება „მანდილი“, ჯგუფის წევრების თქმით, ერთ-ერთი გოგონას დედას ესიზმრა, როგორც წარმატების მომტანი ნიშანი და ამიტომაც შეარჩიეს. გოგონებს სპეციალური მუსიკალური განათლება არ აქვთ. ყველაფერი, მათ შორის, ფანდურზე დაკვრაც, თავად ისწავლეს.

2015 წელს „მანდილმა“ გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით With Love, რომელშიც შევიდა საქართველოს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ავტორების ათი ტრეკი. 2016 წელს ტრიო „მანდილი“ პირველად რუსეთში გამოვიდა — მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში.

2017 წელს ტრიო „მანდილმა“ მონაწილეობა მიიღო „ევროვიზია 2017“–ის საქართველოს ეროვნულ შესარჩევ კონკურსში.

ყველა ახალი ამბავი
0