ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის თრილერი გამოვიდა

© FB / Zaza Urushadze "აღსარება"
აღსარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ მღვდელმსახურის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც ქალის სილამაზით ცდუნების გადალახვა მოუწევს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. გაზაფხულის ბოლოს ქართულ კინოგაქირავებაში „ოსკარის“ ნომინანტის, ცნობილი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „აღსარება“ გამოვა —  კინოსურათის ოფიციალური თრილერი ინტერნეტ-სივრცეში უკვე გამოჩნდა.

დრამა „აღსარება“ — ეს არის ისტორია ყოფილ კინორეჟისორ, მღვდელმსახურ გიორგის შესახებ. მას მთიან სოფელში პატარა ეკლესიაში მიავლენენ, სადაც მღვდელი კარგა ხანი არ ყოფილა და წირვა არ ჩატარებულა. მღვდელი დიდი მონდომებით იწყებს მსახურებას. ის ადგილობრივებისგან აღსარებას იბარებს და მათზე ზრუნავს კიდევაც — მათთვის სოფლის კინოთეატრს მოაწყობს. 

მაგრამ ერთხელ ის მუსიკის მასწავლებელს ლილის შეხვდება, რომლის სილამაზეს სოფელში აღმერთებენ და მას მერილინ მონროს ადარებენ. ქალი გულწრფელია მღვდელთან და მას თავისი ცხოვრების საიდუმლოებებს გაანდობს, რაც მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს. მამა გიორგის სულიერი და ამქვეყნიური საწყისების ჰარმონია ნგრევას იწყებს —  ცდუნება, რომელიც მშვენიერი ქალისგან მოდის, ძალიან ძლიერია.

ზაზა ურუშაძე ფილმის რეჟისორია და სცენარის ავტორიც. ფილმის პროდიუსერია ესტონელი ივო ფელტი, რომელიც ურუშაძის ფილმის, „მანდარინების“ პროდიუსერი იყო.

ფილმი საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს: გადაღებებს აწარმოებდა ქართული კომპანია Cinema24 და ესტონური კინოკომპანია Allfilm studio. 

ბარსელონა - Sputnik საქართველო
„მანდარინები“ გაუდის პრემიის მფლობელი გახდა

ფილმში მთავარი როლები შეასრულეს დიმიტრი ტატიშვილმა, სოფო სებისკვერაძემ, იოსებ ქველიძემ და სხვებმა.

კოსტიუმებზე მუშაობდა ქართველი დიზაინერი სიმონ მაჩაბელი. მუსიკა ესტონელმა კომპოზიტორმა სტენ შერიპოვმა დაწერა.

ზაზა ურუშაძე ქართველი რეჟისორი და სცენარისტია. 1982–1988 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 2002–2004 წლებში ქართული ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო. ვარშავის 29–ე კინოფესტივალის ლაურეატია, სადაც ფილმმა „მანდარინები“ „საუკეთესო რეჟისურისათვის“ ჯილდო მიიღო. რეჟისორის სხვა ფილმებია — „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989), „აქ თენდება“ (1998), „სამი სახლი“ (2008), „დარჩი ჩემთან“ (2011), „ბოლო გასეირნება“ (2012).

2015 წელს ქართველი რეჟისორის ფილმი ნომინირებული იყო „ოსკარზე“ კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე“. სურათი „მანდარინები“ „ოსკარზე“ ესტონეთმა წარადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0