06:20 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე თბილისელ თაყვანისმცემლებს შეხვდება

© Sputnik/ Vitaly Belousov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
2611

ცნობილი ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის თაყვანისმცემლები მისთვის კითხვების დასმას შეძლებენ.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ თავის მსმენელს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა — მომღერალი თაყვანისმცემლებს სასაუბროდ შეხვდება.

ქათამაძესთან შეხვედრა კლუბ „ათონის დარბაზში“ პარასკევს, 10 თებერვალს გაიმართება.

„შეხვედრას ექნება საუბრის ფორმატი და არ იქნება მუსიკალური საღამო“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

„ათონის დარბაზში“ უკვე გაიმართა შეხვედრები თამრიკო ჭოხონელიძესთან, მაია ბარათაშვილთან, ნიკოლოზ რაჭველთან, ზაზა მარჯანიშვილთან, ლაშა ღლონტთან, დათო ტურაშვილთან და სხვებთან.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად გამოდიოდა და სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობდა.

პროფესიული კარიერა ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი“, „ინდი“, „ქალთევზა“, „გზატკეცილი М8“ და სხვ.

მთავარი თემები