Moby „ევროვიზია 2017"-ზე საქართველოდან ჯგუფ Mins-ის გაგზავნას უჭერს მხარს

Moby
Moby - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა ჯგუფმა The Mins მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსს მხარდაჭერისთვის.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი დიჯეი, მომღერალი, კომპოზიტორი და შემსრულებელი მობი (Moby) „ევროვიზია 2017“-ზე საქართველოდან ჯგუფ The Mins-ის გაგზავნის რეკომენდაციას იძლევა.

„ევროვიზიაზე“ ქართული შესარჩევი კონკურსის პრეტენდენტების თქმით, „არც ერთი სახეობიდან სიკვდილი არავის უნდა“ (სიტყვები The Mins-ის საკონკურსო სიმღერიდან – რედ.). გაავრცელეთ სიმღერის გზავნილი და დაეხმარეთ Mins-ს, რომ „ევროვიზიაზე“ მათ წარადგინონ საქართველო“, — წერს მობი საკუთარ Facebook-გვერდზე.  

ევროვიზია - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2017“-ზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა 20 იანვარს გახდება ცნობილი

საუბარია სიმღერა Crime-ზე, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანმა ჰარმონია და ბუნებასთან კავშირი დაკარგა. სიმღერაში ნათქვამია, რომ ადამიანი ბუნების ნაწილი და ქმნილებაა და ამასთან — მთავარი დამნაშავე, უწესრიგობის მოწმე, მისი სიჩუმისა და ფაქტების იგნორირების წყალობით ირგვლივ ყველაზე საშიში დანაშაულები ხდება.

ჯგუფმა Mins-მა ამერიკელ მომღერალს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 „მადლობა მობი, არა მარტო ჩვენი მხარდაჭერისთვის, არამედ იდეის გავრცელებისთვის, რომ სამყარო უკეთესი გავხადოთ“, — წერია ჯგუფის Facebook-გვერდზე. 

მოდელი კიევში სპორტის სასახლესთან ევროვიზიის კონკურსის ფინალის წინ - Sputnik საქართველო
ვინ წარადგენს საქართველოს კიევში "ევროვიზია 2017"-ზე: Sputnik-ის პროგნოზები

ალტერნატიული როკ-ჯგუფი The Mins თბილისში 2011 წელს ვოკალისტმა და გიტარისტმა ზვიად მღებრიშვილმა შექმნა.

ჯგუფის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელთა შორის არიან Muse, Porcupine Tree, 65 Days Of Static, Pink Floyd, Placebo და სხვა.

ჯგუფში მღბრიშვილთან ერთად ასევე არიან ნიკა აბესაძე (ბასი, ბექ-ვოკალი), გიორგი ტეცოშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში) და დანიელ ადიკაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში).

საქართველოში „ევროვიზიის“ კონკურსანტს საერთაშორისო ჟიური და ტელემაყურებელი სმს-გზავნილის საშუალებით შეარჩევს. ხმის მიცემის შედეგები დაჯამდება პრინციპით — 60% ჟიურის ხმები და 40% მაყურებლის.

ყველა ახალი ამბავი
0