ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან

© photo: Oleg Timchenko / FBოლეგ ტიმჩენკო
ოლეგ ტიმჩენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს ოპერაციისთვის თანხის შესაგროვებლად აუქციონს გამართავენ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისში სურათების საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება. შემოსული თანხა ცნობილი ქართველი მხატვრის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ ოლეგ ტიმჩენკოს მკურნალობას მოხმარდება.

როგორც აკადემიაში განაცხადეს, ფერმწერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მას სასწრაფოდ სჭირდება გულზე ოპერაცია. ამ მიზნით ერთიანდებიან ტიმჩენკოს მეგობრები და კოლეგები, ასევე თბილისური გალერეები „გამრეკელი“, „ვერნისაჟი“, „იარტი“, „ვანდა“ და „ბაია“.

ღონისძიება 24 იანვარს გალერეა „გამრეკელში“ გაიმართება, სადაც აუქციონისთვის ნამუშევრების შეკრება 18 იანვრამდე მიმდინარეობს.

„მხატვრების საყურადღებოდ! გაყიდული ნამუშევრების თანხა მთლიანად გადაეცემა ოლეგ ტიმჩენკოს, ნამუშევრის ფასს ადგენენ ორგანიზატორები. აუქციონის წარმატებით ჩატარების მიზნით ფასი იქნება საბაზრო ღირებულებაზე დაბალი“, — აღნიშნულია სამხატვრო აკადემიის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

© FB/ Oleg Timchenkoოლეგ ტიმჩენკოს ნახატი
ოლეგ ტიმჩენკოს ნახატი - Sputnik საქართველო
ოლეგ ტიმჩენკოს ნახატი

ოლეგ ტიმჩენკო 1957 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი წინაპრები ლენინგრადიდან თბილისში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გადმოვიდნენ.

მხატვრის თქმით, მის შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან მეგობრობამ. მის სახლში გაიცნო ტიმჩენკომ ისეთი ადამიანები, როგორიც არიან მაია პლისეცკაია, ვლადიმირ ვისოცკი, მარჩელო მასტროიანი.

ტიმჩენკოს ნამუშევრებში რეალურად არის ასახული თანამედროვე თბილისის სული. ამასთანავე ის ძალიან მრავალმხრივია – ხატავს ზღაპრულ და აღმოსავლურ მოტივებზე, ურბანისტულ პეიზაჟებს, პოპ-არტის სტილის პოსტერებს. ტიმჩენკოს „არყის ხეები“ ლონდონში ბონემის აუქციონზე 10 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

საქართველოს გარდა ტიმჩენკოს პერსონალური გამოფენები გაიმართა აშშ-ში, ჰოლანდიასა და ჩეხეთში. ასევე ჯგუფურ გამოფენებში მხატვარი მონაწილეობდა რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, მონტენეგროში, უნგრეთში.

ტიმჩენკოს ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, უნგრეთის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

ყველა ახალი ამბავი
0