16:22 26 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
Каспийский груз

თებერვალში Каспийский груз თბილისში კონცერტს გამართავს

© FB / "Каспийский груз"
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
2501

ცნობილი რუსული ჯგუფი როგორც ძველი, ისე ახალი ალბომიდან ჰიტებსა და კომპოზიციებს შეასრულებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. პოპულარული რუსული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Каспийский груз თბილისში 24 თებერვალს Tbilisi Event Hall-ში კონცერტს გამართავს.

ისეთი ჰიტების ავტორები, როგორებიცაა Табор уходит в небо, Доедешь-пиши, Дурака და Режим построже, ქართველი მსმენელი წინაშე შეასრულებენ როგორც ძველი, ისე ახალი ალბომიდან სიმღერებს.

Каспийский груз-ის after party-ზე DJ Grotask-ი დაუკრავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

თბილისში რუსული ჯგუფის კონცერტის ორგანიზატორები არიან კომპანიები Pi Promotion Group და ShyGods Production.

Каспийский груз — დღეს ერთ-ერთი წარმატებული რეპ-დუეტია რუსეთში. ჯგუფის წევრები ბრუტო (ტიმურ ოდილბეკოვი) და ვესი (ანარ ზეინალოვი) წარმოშობით ბაქოდან არიან. რეპერებმა წარმატება 2013 წელს მოიპოვეს გუფთან ერთად შესრულებული ტრეკით Все за 1$.

თბილისში დაგეგმილ კონცერტამდე ჯგუფს 2017 წელს დაგეგმილი აქვს კონცერტები კიშინიოვში, სმოლენსკში, მინსკსა და ბრიანსკში. საქართველოს შემდეგ კი რეპერებს ელოდება პიატიგორსკელი, ფსკოველი, კურსკელი, მოსკოველი, ჩიტელი, ხაბაროვსკელი, ნოვოსიბირსკელი და ბარნაულელი მსმენელი.

მთავარი თემები