10:14 24 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს ნაკრები

„საქართველოს ნაკრები“ სოჭში „კივინი 2017“-ში მიიღებს მონაწილეობას

© FB / Сборная Грузии КВН
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
73 0 0

„კივინი 2017“-ში მონაწილეობას 640, მათ შორის, საქართველოს გუნდი მიიღებს, რომელიც ფესტივალისთვის ექსკლუზიურ პროგრამას ამზადებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა გუნდი XXVIII საერთაშორისო ფესტივალ „კივინი 2017“-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სოჭში 10-23 იანვრის პერიოდში გაიმართება.

ფესტივალის ტრადიციული მონაწილეები გრანდ-ოტელ „ჟემჩუჟინასა“ და ზამთრის თეატრის სცენაზე გამოვლენ.

საქართველოს გუნდთან ერთად სოჭელი მაყურებლის წინაშე 640 გუნდი წარდგება, მათ შორის, რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის.

„ჩვენი გუნდი ფესტივალის მეორე ტურში — 15 იანვარს გამოვა. გუნდებს თავად ალექსანდრ მასლიაკოვი შეაფასებს, საუკეთესოებს კი 22 იანვარს დაგეგმილ გალა-კონცერტზე მიიწვევენ. მხიარულთა და საზრიანთა კლუბის უმაღლეს ლიგაში 640-დან 20 საუკეთესო მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ, ყველამ მხარი დაგვიჭიროთ“, — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან” საუბრისას „საქართველოს ნაკრების“ ხელმძღვანელმა სოფო ბანძავამ.

ფესტივალისთვის პროგრამას, როგორც ბანძავამ აღნიშნა, ქართველი იუმორისტები ამჟამად აქტიურ რეჟიმში ამზადებენ.

„საქართველოზეც იქნება ხუმრობები. მინდა ვთქვა, რომ ყველა ნომერი აბსოლუტურად ახალი და ექსკლუზიური იქნება. ჩვენ ახლა პროგრამის ფინალური მზადების სტადიაში ვართ. თუმცა, ის კიდევ არაერთხელ გაივლის შემოწმებას როგორც აქ, ისე სოჭში“, — თქვა სოფო ბანძავამ.

სოჭში დაგეგმილ ფესტივალ „კივინი 2017“-ში „საქართველოს ნაკრების“ მონაწილეობის ფინანსურ უზრუნველყოფას თბილისის მერია ახორციელებს.

მთავარი თემები