22:54 23 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
დევიდ ბოუი

თბილისში აჩვენებენ ფილმს დევიდ ბოუის უკანასკნელი ხუთი წლის შესახებ

© AP Photo/ BOB CHILD
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
15 0 0

ფილმი ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის მეგობრებისა და კოლეგების მონათხრობს ეფუძნება.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. თბილისში დევიდ ბოუის გარდაცვალების დღეს, 10 იანვარს ბრიტანელი როკ-მუსიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედების უკანასკნელ წლებზე დოკუმენტური ფილმი The Last Five Years იქნება ნაჩვენები, იუწყებიან ორგანიზატორები.

ტელეკომპანია BBC-ს მიერ მომზადდა დევიდ ბოუის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეჟისორ ფრენსის უეიტლის დოკუმენტური ფილმი, რომელიც 7 იანვარს BBC TWO-ს ეთერში გავიდა. სურათი ეძღვნება დევიდ ბოუის ცხოვრების ყველაზე იდუმალ პერიოდს — როდესაც ის ფარულად წერდა ალბომებს, დგამდა მიუზიკლს და სიმსივნეს ებრძოდა.

„დევიდ ბოუისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ის ყველაფერს ინტრიგისთვის აკეთებდა, ანგარიშს არაფერს უწევდა, ყველა მოლოდინს აჭარბებდა. მაგრამ ბოუის ექსტრაორდინარულ კარიერაში იმაზე უფრო შესანიშნავი, სიურპრიზებითა და კითხვებით აღსავსე პერიოდი არ არსებობდა, ვიდრე ეს უკანასკნელი ხუთი წელი იყო. ეს ХХ საუკუნისა და ХХI საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი განმსაზღვრელი არტისტის ინტიმური პორტრეტია, რომელიც მოთხრობილია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მას ყველაზე უკეთ იცნობდნენ — მისი მეგობრებისა და კოლეგების მიერ“, — ნათქვამია BBC–ს ვებ-გვერდზე.

დევიდ ბოუი 2016 წლის 11 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. როკ-მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის სიმსივნე გახდა. მისი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მისმა ახლო მეგობრებმა იცოდნენ.

დევიდ ბოუის ნამდვილი სახელია დევიდ რობერტ ჯონსი. მისი მუსიკალური კარიერა 1960 წელს დაიწყო, პირველი აღიარება კი 1972 წელს მიიღო, როდესაც მისი ერთ–ერთი კომპოზიცია ბრიტანეთის ჰიტ–აღლუმის ათეულში მოხვდა.

ჟურნალმა NME 2000 წელს ბოუი ასწლეულის ყველაზე გავლენიან მუსიკოსად აღიარა. იგი ასევე შევიდა „ასი უდიდესი ბრიტანელის“ ჩამონათვალში (29-ე ადგილი) და რაინდის ტიტული დაიმსახურა, თუმცა უარი განაცხადა მის მიღებაზე.

მთავარი თემები