22:48 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
არქეოლოგიური კვლევები

არქეოლოგების აღმოჩენა: კახეთის აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი

© Fotolia/ Krugloff
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
14701

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯუფი იკვლევს რომელ პერიოდს მიეკუთვნება სიღნაღის რაიონში აღმოჩენილი უძველესი ნაქალაქარი.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. არქეოლოგებმა აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში აღმოაჩინეს აქამდე უცნობი უძველესი ნაქალაქევი, რომელიც 2,5 ჰა ტერიტორიაზე გავრცელებული, — ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook —ის ოფიციალურ გვერდზე.

ზედაპირული დაზვერვით არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ამ ობიექტის მშენებლობისას ალიზის აგურია გამოყენებული. ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს და მათ ძლიერი ხანძრის კვალი ეტყობა. ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა.

ადგილზე ასევე უძველესი თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვებია აღმოჩენილი.  ამას გარდა ნაქალაქარის აღმოსავლეთით, არქეოლოგებმა 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20 მ სიმაღლის ყორღანი აღმოაჩინეს.

ახალი ნაქალაქარის კვლევა 2017 წელს დაიწყება და მასში  საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები იქნებიან ჩართული.

 

მთავარი თემები