გიორგი ოვაშვილს საფრანგეთის ორდენის კავალრის წოდება მიენიჭა

© FB / Посольство Франции в Грузииგიორგი ოვაშვილის დაჯოლდოვების ცერემონია
გიორგი ოვაშვილის დაჯოლდოვების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენით სხვადასხვა წლებში დაჯილდოებული იყვნენ ჯუდ ლოუ, ჯორჯ კლუნი, უმა თურმანი.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. გახმაურებული ფილმების „სიმინდის კუნძულისა“ და „გაღმა ნაპირის“ ავტორს, ცნობილ ქართველ კინორეჟისორ გიორგი ოვაშვილს „ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის“ საფრანგეთის რესპუბლიკის ორდენის კავალრის წოდება მიენიჭა.

კინოგადაღება - Sputnik საქართველო
"სიმინდის კუნძულმა" მაროკოს კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

ეს წოდება ქართველმა რეჟისორმა საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის ოდრი აზულაეს გადაწყვეტილებით მიიღო, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ჯილდოზე გიორგი ოვაშვილი საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ფრედერიკ ბრედინმა წარადგინა.

„გიორგი ოვაშვილს ფრანგული კინოსამყაროს წარმომადგენლებთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. მისი ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი „სიმინდის კუნძული" სწორედ ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობითა და საფრანგეთის სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა. ოვაშვილის ფილმები „გაღმა ნაპირი" და „სიმინდის კუნძული" ფრანგ მაყურებელს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა“, — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

დაჯილდოების ცერემონია საქართველოში საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. ჯილდო გიორგი ოვაშვილს თავად საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ გადასცა. ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროსა და კინოსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი საფრანგეთის სამოქალაქო ჯილდოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. ის 1957 წელს კულტურის მინისტრმა ანდრე მალრომ დააარსა, 1963 წელს კი პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა დაამტკიცა. 

ორდენით ჯილდოვდებიან პირები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ხელოვნებაში, ლიტერატურასა და კულტურაში ან საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში მათი პოპულარიზაციის საქმეში. სხვადასხვა წლებში ეს წოდება მიენიჭათ ტიმ ბარტონს, ენგ ლის, ჯუდ ლოუს, ჯორჯ კლუნის, უმა თურმანს, მელანი ლორანს, კეიტ ბლანშეტს, მარიონ კოტიარს, ვანესა პარადის, კაილი მინოუგს და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0