საფრანგეთში ფესტივალზე საქართველოს წარადგენს ფილმი სომხური ტრადიციის შესახებ

გამოწერა
ფილმი მოგვითხრობს ძველი ტრადიციის შესახებ, რომლის თანახმად, ქორწინების პირველი ღამის შემდეგ სიძის მშობლები პატარძლის მშობლებს, მისი უმანკოების სიმბოლოს სახით, წითელ ვაშლებს უგზავნიან.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წითელი ვაშლები“ კლერმონ ფერანის (საფრანგეთი) მოკლემეტრაჟიანი კინოს საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შევიდა.

1979 წელს დაარსებული ფესტივალი მსოფლიოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმია. ის 2017 წლის 3–11 თებერვალს გაიმართება. 

ჩემი ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
ქართული ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პრემიერა აშშ-ში გაიმართება

საქართველოს გარდა კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შევიდა რუსეთის, ირანის, ლიბანის, კუბის, ეგვიპტის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, კანადისა და ევროპის ქვეყნების რეჟისორების ფილმები, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ფილმის „წითელი ვაშლები“ სიუჟეტი ვითარდება ძველი სომხური ტრადიციის გარშემო, რომლის თანახმად, ქორწინების პირველი ღამის შემდეგ სიძის მშობლები პატარძლის მშობლებს, მისი უმანკოების დადასტურებისა და მადლიერების ნიშნად, წითელ ვაშლებს უგზავნიან.

ფილმის სცენარის ავტორია ოფელია არუთუნიანი სომხეთიდან. მისი გადაღებები ერევანში მიმდინარეობდა. სურათი საქართველოს, აშშ-ისა და სომხეთის თანამშრომლობით შეიქმნა.

გიორგი სიხარულიძე 28 წლის თბილისელი რეჟისორია. ბაკალავრის ხარისხი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ) კინორეჟისურის მაგისტრის ხარისხს იღებს. კითხულობს ლექციებს თემებზე „კინორეჟისურა“ და „ფსიქოანალიზი და კინო“ ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.

ყველა ახალი ამბავი
0