ლიტერატურულ კონკურსზე „წერო“ მოთხრობის „აღსარება ხრუშოვკაში“ ავტორმა გაიმარჯვა

გამოწერა
„აღსარება ხრუშოვკაში“ მოგვითხრობს, თუ როგორ დამთავრდა საქორწილო სუფრა პატარძლის მოტაცებით.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ლიტერატურული კონკურსის „წერო“ გამარჯვებულები გამოავლინეს — პირველი პრემია მიიღო მწერალმა მიშა ბახსოლიანმა მოთხრობისთვის „აღსარება ხრუშოვკაში“.

მიშა ბახსოლიანი 32 წლისაა. მას ეკუთვნის მოთხრობების გახმაურებული კრებული „ყველას უყვარს მარი“. მისი ნაწარმოებები ქვეყნდება ჟურნალებში „არილი“ და „XII“.

საბას პრემია - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ლიტერატორები გამოავლინეს

მოთხრობაში „აღსარება ხრუშოვკაში“ მწერალი მოგვითხრობს ახალგაზრდაზე, სახელად დიტო, რომელიც ქართულ სუფრაზე ხვდება, სვამს, აწყობს მასობრივ ჩხუბს, რის გამოც პოლიციას იძახებენ. ამის შემდეგ გარბის საღამოდან და თან მიჰყავს ყველაზე ლამაზი ქალიშვილი და მას სახლის სახურავზე პატივს აჰყრის. მოთხრობის ფინალში გამოჩნდება, რომ ეს საქორწილო სუფრა იყო, ხოლო გოგონა — არც მეტი, არც ნაკლები — პატარძალი. მთავარი გმირი ჩადენილის შესახებ მღვდელს გამოუტყდება, რომელიც ერთადერთ გამოსავალზე მიუთითებს — დაქორწინებაზე.

ვერცხლის „წეროსთან“ ერთად კონკურსის გამარჯვებულს ფულადი ჯილდოც გადასცეს.

მეორე პრემია ერგო თამთა მელაშვილს პროზაული ნაწარმოებისთვის „მამაჩემი მტრედია“. მესამე პრემია მიიღო თემურ ზოიძემ მოთხრობისთვის „წითელი კვერცხები“.

კონკურსის ფარგლებში ასევე გამოავლინეს და დააჯილდოეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აზრით ოთხი საუკეთესო ავტორი. ესენი არიან: ანიკა ლაზვიაშვილი („სიყვარული, კომშებს“), თამთა მელაშვილი („მამაჩემი მტრედია“), ლუკა ბაქანიძე („მე ვეხებოდი, ჩუმად თქვა ხელმა“) და მარიამ სამადაშვილი („დავალება“).

კულტურის სამინისტროს რჩეულებს უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ გიორგაძემ პირადად მიულოცა და სიგელებითა და სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით დააჯილდოვა.

გარდა ამისა, საღამოზე აღინიშნა გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „წიგნები ბათუმში“ მოსაზრებით საუკეთესო ნაწარმოებები. პრიზები ასევე მიიღეს ყველაზე აქტიურმა მკითხველებმა, რომლებმაც კანდიდატების შერჩევისას კრიტიკულ გამოხმაურებებში გამოიჩინეს თავი.

კონკურსის „წერო 2016“ გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოება საქართველოს მწერალთა კავშირის შენობაში გაიმართა.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ქართველი ჟურნალისტი ლონდონში ლიტერატურული კონკურსის ფინალში გავიდა

კონკურსი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ვებ-გვერდი lit.ge, რომელზეც მიმდინარეობს კონკურსი.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე 400 შესული ნამუშევრიდან ხუთკაციანმა ჟიურიმ 16 საუკეთესო შეარჩია, მეორე ეტაპზე კი ნაწარმოებებს მკითხველი აფასებდა.

კონკურსის მიმდინარეობისას ნაწარმოებების ავტორების ვინაობა ანონიმური იყო. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი ნაწარმოებით, რომელიც მანამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული არც ბეჭდურ გამოცემებში და არც ინტერნეტ-სივრცეში. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მწერლები, რედაქტორები და ლიტერატურის კრიტიკოსები ლევან ბერძენიშვილი, ნესტან–ნენე კვინიკაძე, დავით გორგილაძე, მარი ბექაური და ზვიად კვარაცხელია.

სხვადასხვა დროს „წეროს“ გამარჯვებულები გახდნენ პროზაიკოსები ვანო ჩხიკვაძე, ნათია ნაცვლიშვილი, ბაჩო კვირტია, დიანა ანფიმიდი, ირმა ტაველიძე, მარი ბექაური, ნათია როსტიაშვილი და ლია ლიქოკელი.

ყველა ახალი ამბავი
0