ლიტერატურული კონკურსი „წეროს“ გამარჯვებულებს ოთხშაბათს დაასახელებენ

გამოწერა
ლიტერატურული კონკურსი „წეროს“ გამარჯვებულებს ჟიურის მიერ შერჩეული ნაწარმოებებიდან, ტრადიციულად, მკითხველი ირჩევს.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. პრესტიჟული ქართული ლიტერატურული კონკურსის „წერო 2016“ გამარჯვებულებს 14 დეკემბერს დაასახელებენ – გამარჯვებულების გამოცხადება და დაჯილდოება თბილისში, საქართველოს მწერალთა კავშირის შენობაში გაიმართება.

კონკურსი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ვებ-გვერდი lit.ge, რომელზეც მიმდინარეობს კონკურსი.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ქართველი ჟურნალისტი ლონდონში ლიტერატურული კონკურსის ფინალში გავიდა

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე 400 შესული ნამუშევრიდან ხუთკაციანმა ჟიურიმ 16 საუკეთესო შეარჩია, მეორე ეტაპზე კი ნაწარმოებებს მკითხველი აფასებდა.

კონკურსის მიმდინარეობისას ნაწარმოებების ავტორების ვინაობა ანონიმური იყო. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი ნაწარმოებით, რომელიც მანამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული არც ბეჭდურ გამოცემებში და არც ინტერნეტ-სივრცეში.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მწერლები, რედაქტორები და ლიტერატურის კრიტიკოსები ლევან ბერძენიშვილი, ნესტან–ნენე კვინიკაძე, დავით გორგილაძე, მარი ბექაური და ზვიად კვარაცხელია.

წიგნები - Sputnik საქართველო
თბილისში ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ ჩატარდება

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს „წეროს“ ვერცხლის პატარა ქანდაკებას და 4 ათასი ლარის ფულად ჯილდოს. მეორე და მესამე პრემიების მფლობელები მიიღებენ ფულად პრიზებს, შესაბამისად, 2 და 1 ათასი ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, საღამოზე აღინიშნება საუკეთესო ნაწარმოებები ჟიურის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „წიგნები ბათუმში“ აზრით. პრიზებს მიიღებენ ასევე ყველაზე აქტიური მკითხველები, რომლებიც კანდიდატების შერჩევისას კრიტიკულ გამოხმაურებებში თავს გამოიჩენენ.

სხვადასხვა დროს „წეროს“ გამარჯვებულები გახდნენ პროზაიკოსები ვანო ჩხიკვაძე, ნათია ნაცვლიშვილი, ბაჩო კვირტია, დიანა ანფიმიდი, ირმა ტაველიძე, მარი ბექაური, ნათია როსტიაშვილი და ლია ლიქოკელი.

ყველა ახალი ამბავი
0