მიხაილ ჟვანეცკის პირველი საავტორო საღამო თბილისში

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიმიხაილ ჟვანეცკი
მიხაილ ჟვანეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი სატირიკოსი მწერალი თბილისში საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდა ქართველ მაყურებელთან შესახვედრად.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი რუსი სატირიკოსი მწერალი მიხაილ ჟვანეცკი კვირას პირველად წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე საავტორო საღამოთი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე.

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
პროექტი Check in Georgia: გაგრძელება იქნება

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული კომპანია IT FIX-ია, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზებითაა დაკავებული. საავტორო საღამოს მოწყობაში შუამავლად ცნობილი ქართველი რეჟისორი დავით საყვარელიძე გამოდის.

„თბილისში საღამოს გამართვის იდეა თავად ჟვანეცკის ეკუთვნის. მოსკოვში გავიცანით ერთმანეთი ამ ზაფხულს და მითხრა, თბილისში არცერთხელ არ ვყოფილვარ — საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი და ეს უნდა გამოვასწოროთო. და რადგან რეზო გაბრიაძის ძალიან ახლო მეგობარია, სურდა ეთხოვა შემოქმედებითი საღამოს მოწყობა. და აი, ჩვენ ეს გავაკეთეთ“, — უთხრა Sputnik-საქართველოს დავით საყვარელიძემ.

მიხაილ ჟვანეცკი თბილისში სულ სამ დღეს დაჰყოფს და როგორც რეჟისორმა აღნიშნა, შესაძლოა მწერლისთვის, გარდა საავტორო საღამოსი, კულტურული პროგრამაც შემუშავდეს.

რა პროგრამით წარსდგება ჟვანეცკი ქართველი მაყურებლის წინაშე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0