„ევროვიზიაში" მონაწილეობაზე საქართველოდან 28 შემსრულებელი აცხადებს პრეტენზიას

© Wikipediaევროვიზია
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალური კონკურსი „ევროვიზიის“ ფინალი 2017 წლის 13 მაისს გაიმართება, მანამდე კი ჟიურის წევრებმა ის მუსიკოსი ან ჯგუფი უნდა შეარჩიონ, რომელიც კონკურსზე საქართველოს წარადგენს.

თბილისი, 9 დეკემბერი– Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 28 პრეტენდენტი შეარჩია. კონკურსის ფინალი კიევში ჩატარდება.

„ევროვიზიაზე“ საქართველოს წარდგენის უფლებაზე განაცხადების მიღება 7 ნოემბერს გამოცხადდა და 2016 წლის 7 დეკემბრამდე გაგრძელდა. ეროვნულ კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მუსიკოსები და ჯგუფები, რომლებსაც სპეციალურად კონკურსისთვის დაწერილი სიმღერა უნდა წარმოედგინათ.

სულ შემოვიდა 28 განაცხადი, იუწყებიან ორგანიზატორები. კონკურსანტების სრული სია ასეთია:

1. ნანუკა გიორგობიანი
2. გიორგი ჩიქოვანი
3. დავით შანიძე
4. ტრიო "მანდილი"
5. ანჩო დოლიძე
6. ელენე მიქიაშვილი
7. ანდრია გველესიანი
8. ჯგუფი The Mins
9. ალისა დანელია
10. რატი დურგლიშვილი
11. ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი
12. თორნიკე ყიფიანი და გიორგი ბოლოთაშვილი
13. ჯგუფი EOS
14. დიმა კობეშავიძე
15. მალიბუ
16. ჯგუფი Asea Sool
17. ნათია ბიძინაშვილი
18. მიშა სულუხია
19. ანი კეკუა
20. თაკო გაჩეჩილაძე
21. ოთო ნემსაძე და ჯგუფი Limbo
22. მარიამ ჩაჩხიანი
23. ნუცა ბუზალაძე
24. ჯგუფი Sparkle
25. ნინო ბაშარული
26. თემო საჯაია
27. მარიკო ლეჟავა
28. საბინა ჭანტურია

უახლოეს მომავალში შემსრულებლებს კიდევ ორი შესარჩევი ეტაპი ელოდება.

გასულ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენდა ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, რომელმაც მეოცე ადგილი დაიკავა. კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინელმა შემსრულებელმა ჯამალამ სიმღერით "1944". კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ფინალი 13 მაისს, ხოლო ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0