თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში რუსული თეატრისა და კინოს პოპულარული მსახიობის, დმიტრი პევცოვის შემოქმედებითი საღამო 12 იანვარს გაიმართება.
პევცოვის შემოქმედებითი შეხვედრა-კონცერტი სახელწოდებით „უკან, თბილისში. 30 წლის შემდეგ“ გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „Русский клуб“ („რუსული კლუბი“).
დმიტრი პევცოვი 1963 წლის 8 ივლისს მოსკოვში, ხუთჭიდში დამსახურებული მწვრთნელისა და სპორტული ექიმის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით თბილისიდან არიან.
პევცოვმა 1985 წელს დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების სამსახიობო ფაკულტეტი. 1986-1987 წლებში სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის თეატრში გაიარა. სამსახურის შემდეგ მუშაობდა „ტაგანკის თეატრში“, ხოლო 1991 წლიდან არის მოსკოვის სახელმწიფო თეატრის „ლენკომის“ მსახიობი.
კინოში მსახიობს პოპულარობა მოუტანა რეჟისორ გლებ პანფილოვის ფილმში „დედა“, (1989 წ.) განსახიერებულმა როლმა.
მსახიობის ცნობილი კინონამუშევრებია ასევე: „დედოფალი მარგო“, „ბანდიტური პეტერბურგი“, „გაჩერება მოთხოვნით“ და სხვა.
2004 წელს პევცოვმა ჩაწერა სოლო ალბომი „Лунная дорога“ („მთვარის გზა“). ბოლო წლებში მსახიობი თანამშრომლობს ჯგუფ „კარ ტუშთან“.
მსახიობის შემოქმედება სხვადასხვა წოდებითა და ჯილდოთია აღნიშნული.