თბილისში გერმანელი მხატვრის პოპ-არტ გამოფენა გაიმართება

© FB / Экa Ткемаладзеეკა ტყემალაძე
ეკა ტყემალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული ბიოგრაფიის მქონე მხატვარი ეკა ტყემალაძე თავის ქმნილებებში ძირითადად თანამედროვე ახალგაზრდობასა და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიუჟეტებს ასახავს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ლაიფციგელი ახალგაზრდა მხატვრის ეკა ტყემალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თბილისში 26 და 27 ნოემბერს გაიმართება.

თავის პირველ პერსონალურ გამოფენაზე თბილისში მხატვარი 24 სურათს წარმოადგენს, რომლებიც ისრაელსა და გერმანიაში ცხოვრების პერიოდში შექმნა, იუწყებიან ორგანიზატორები.

ეკა ტყემალაძე (ლუდმილა ვაინშტეინი) 1983 წელს უკრაინაში, ოდესაში დაიბადა. ბავშვობის ადრეული წლები დედასთან ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. შემდეგ ბავშვთა სახლში მოხვდა. 1990 წელს გოგონა ქართულმა ოჯახმა იშვილა და საქართველოში ჩამოიყვანა.

გოგონა თბილისობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
„გოგონა დაიბადა“ – თბილისში გაიხსნება გამოფენა გენდერული თანასწორობის შესახებ

ეკამ თბილისში დაამთავრა საქართველოს ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯი კბილის ტექნიკოსის სპეციალობით. 2012-2015 წლებში ცხოვრობდა ისრაელში, თელ-ავივში. 2015 წელს სწავლობდა ანიმაცია-მულტიმედიის კურსებზე ისრაელში. 2016 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში.

ეკა ბავშვობიდან ხატავს. ადრეულ ასაკში ძირითადად ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ხატავდა. ამჟამად მის შემოქმედებაში დიდი ადგილი პოპ-არტის სტილში შესრულებულ სიუჟეტებს უკავია. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე გამოფენაში ისრაელსა და გერმანიაში.

ყველა ახალი ამბავი
0