21:51 22 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
Aerosmith

ლეგენდარული Aerosmith საქართველოში 2017 წელს გამოვა

© Sputnik/ Владимир Астапкович
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
Aerosmith-ის კონცერტი საქართველოში (12)
1453113

Aerosmith-ის წევრები სტივენ ტაილერი, ტომ ჰამილტონი, ჯოუი კრამერი და ბრედ უიტფორდი საქართველოში 2017 წლის მაისში ჩამოვლენ.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith საქართველოში პირველად გამოვა — კონცერტი 2017 წლის 20 მაისს გაიმართება.

საქართველოში კონცერტის შესახებ აღნიშნულია ანსამბლის საგასტროლო ტურში ოფიციალურ ვებგვერდზე. კონცერტი Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში, შეკვეთილში გაიმართება.

საქართველო მეორე ქვეყანაა, სადაც Aerosmith 2017 წლის ტურნეს ფარგლებში გამოვა.

საქართველომდე ჯგუფი ეწვევა ისრაელს, ხოლო საქართველოს შემდეგ — რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.

Aerosmith-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი
© Sputnik/ Владимир Астапкович
Aerosmith-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი

Black Sea Arena-ს სცენაზე უკვე გამოვიდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორიცაა Scorpions, კრისტინა აგილერა და ვანესა მეი.

ამერიკული ჰარდ-როკ-ჯგუფი Aerosmith მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონში 1970 წელს დაარსდა. ანსამბლს გამოშვებული აქვს 15 სტუდიური ალბომი. ოქროს, პლატინისა და მულტიპლატინის ალბომებით Aerosmith პირველია ამერიკულ ჯგუფებს შორის, მას მიღებული აქვს ასევე ოთხი „გრემი“.

თემები:
Aerosmith-ის კონცერტი საქართველოში (12)

მთავარი თემები