თბილისში გამართულ გამოფენაზე იტალიური მოდის ისტორიას აჩვენებენ

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიჯორჯო არმანი
ჯორჯო არმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
MOMA-ზე აჩვენებენ მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლების ნამუშევრებს, რომლებსაც თავის დროზე ცნობილი მოდელები და მსახიობები ატარებდნენ.

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ექსპოზიცია სახელწოდებით „იტალიური მოდის 60 წელი“ გაიხსნება ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში იტალიის საელჩომ გაავრცელა.

პროექტი წარმატებული ქალი პოდიუმზე. - Sputnik საქართველო
"წარმატებული ქალი პოდიუმზე"

„გამოფენაზე, რომელიც ელეგანტურობასა და სტილის ისტორიაზე მოგითხრობთ, იტალიური კრეატიულობის, მაღალი მოდის საუკეთესო ნიმუშებსა და pret-a-porter-ის უნიკალურ ტანსაცმელს წარმოგიდგენთ“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გამოფენაზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 10 იანვრამდე გაიმართება, გამოტანილი იქნება ისეთი ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები, როგორიცაა Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce&Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვები.

კომპანია Galgano&Тота-ს მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში გამოფენაზე 70-ზე მეტ ექსპონატს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე გამოტანილ ყველა ნიმუშს სხვადასხვა დროს ცნობილი მოდელები და მსახიობები ატარებდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში იტალიის საელჩო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიაა.

ყველა ახალი ამბავი
0