20:56 20 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
მილანის თეატრის სპექტაკლი მედეა მასალა

მილანის თეატრი წარმოადგენს მონოსპექტაკლს მოზრდილებისთვის

FB / Proxima Res
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი GIFT (11)
40 0 0

„Sputnik საქართველო“, ხელოვნების ფესტივალ „საჩუქართან“ პარტნიორობის ფარგლებში, აცხადებს გათამაშებას სპექტაკლზე „მედეა მასალა“.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik.  თბილისში მილანის თეატრი Proxima Res მონოსპექტაკლს მოზრდილებისთვის (18+) „მედეა მასალა“ 15 და 16 ნოემბერს წარმოადგენს. სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ (GIFT) ფარგლებში გაიმართება.

გერმანელი დრამატურგის ჰაინერ მიულერის პიესას იტალიელები ქართულ სცენაზე რეჟისორ კარმელო რიფიჩის დადგმით წარმოადგენენ.

დადგმაში მინიმალური დეკორაციებია გამოყენებული, მიმდინარეობს თითქმის სიბნელეში და რაღაცით ღამის კოშმარს გვახსენებს, აღნიშნულია სპექტაკლის ანონსში. მთელი წარმოდგენის განმავლობაში მთავარი და ერთადერთი გმირი მედეა, რომელსაც იტალიელი მსახიობი მარიანგელა გრანელი (Mariangela Granelli) ასრულებს, სულისშემძვრელად გვიყვება თავისი ცხოვრებისა და ყველაზე ტრაგიკული ემოციების შესახებ.

მიიღეთ მონაწილეობა Sputnik-ის ვიქტორინაში და მოიგეთ ბილეთები სპექტაკლზე>>>

„ეს სპექტაკლი განკურნების პროცესს წააგავს — ჩვენ ხომ უნდა ვიგრძნოთ ტკივილი იმისათვის, რომ ზუსტმა დიაგნოზმა საბოლოოდ შვება გვაგრძნობინოს. ეს სპექტაკლი მსხვერპლშეწირვაა — მედეა საკუთარ არსებას კაცობრიობის სამსხვერპლოზე დებს და რიტუალი საკუთარი „მეს“ განადგურებისა, რომელსაც თავად ეს სპექტაკლი წარმოადგენს, გვიხსნის ჩვენ…“, — აღნიშნულია სპექტაკლის ანონსში.

სპექტაკლი „მედეა მასალა“ წარმოდგენილი იქნება თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე 20:00 საათზე. წარმოდგენა გაიმართება იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით და ახალი საფესტივალო პროგრამის „ფოკუსშია იტალია“ ფარგლებში.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარდგებიან თეატრალური დასები აშშ-იდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან.  „Sputnik საქართველო“ 2016 წელს ფესტივალის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.

GIFT — ერთადერთი ფესტივალი საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. ის დაარსდა 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ(ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი).

თემები:
ქართული საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი GIFT (11)

მთავარი თემები