21:01 20 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
Голосящий КиВиН

საქართველოს ნაკრები „გოლოსიაშჩი კივინის“ პრიზიორი გახდა

© Cайт КВН
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
2201

იუმორისტულ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლებმა „საპრეზიდენტო კივინი“ მიიღეს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები სვეტლოგორსკში იუმორისტულ ფესტივალ „გოლოსიაშჩი კივინის“ პრიზიორი გახდა.

საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა КВН-ის („მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“) 23 გუნდი რუსეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან. გათამაშდა შვიდი ტრადიციული „კივინი“, ასევე ორი სპეციალური „ქარვის კივინი“.

საქართველომ სპეციალური პრიზი „საპრეზიდენტო კივინი“ მიიღო.

ფესტივალზე ბიშკეკის გუნდმა „აზია MIX“-მა გაიმარჯვა. 

ფესტივალის ტელეტრანსლირება რუსეთის პირველ არხზე შემოდგომის დასაწყისში გაიმართება.

„გოლოსიაშჩი კივინი“ ადრე იურმალაში იმართებოდა. პირველად ის 1996 წელს ჩატარდა და მეორე წელია, რაც ის სვეტლოგორსკში იმართება.

მთავარი თემები