სკანდალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

გამოწერა
ოპერის თანამშრომლებმა რომელთაც ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი 2014 წელს თავად აირჩიეს, იმავე წლის ბოლოს უკმაყოფილება გამოთქვეს მის მიმართ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ოპერა „აბესალომ და ეთერის“ დადგმა, რომლითაც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სეზონი უნდა დახურულიყო, შეიძლება ჩაიშალოს, რადგან მსახიობები უარს ამბობენ სპექტაკლში მონაწილეობაზე. 

თეატრის სოლისტებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. თეატრის წინ შეიკრიბნენ და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის გადადგომას ითხოვდნენ, ვინაიდან მათი თქმით იგი თავის მოვალეობებს თავს ვერ ართმევს. კინწურაშვილს ასევე ბრალი დასდეს ფინანსურ დარღვევებში. 

„ეს კაცი ორი წელია ატყუებს ხალხს. თეატრში რეპერტუარი არ არსებობს, 38 სოლისტი ატროფირებულია, მათ არ აქვთ სისტემატური რეპეტიციები. კინწურაშვილი ტყუილით მოვიდა, ტყუილი დაპირებებით, მაშინ როდესაც მას 4 წელი უნდა ჰქონოდა გაწერილი, მინიმუმ 6 პრემიერით წელიწადში“, — თქვა აქციაზე ოპერის თეატრის სოლისტმა მზია ნიორაძემ. 

ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება

მედიის ინფორმაციით დავით კინწურაშვილი თეატრის დასის მოთხოვნებზე კომენტარს არ აკეთებს ვინაიდან შეუძლოდ გახდა და ჰოსპიტალიზებულია. 

დავით კინწურაშვილი თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე 2014 წლის მარტში დაინიშნა. 

იგი თეატრის კოლექტივმა ფარული კენჭისყრით აირჩია. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სამხატვრო ხელმძღვანელი თვითონ თეატრმა აირჩია და იგი არ დანიშნულა ხელმძღვანელი ინსტანციებიდან. 

უკვე 2014 წლის ოქტომბერში სიტუაცია დაიძაბა. თეატრის თანამშრომელთა ნაწილმა სკანდალით დატოვა დაკავებული თანამდებობები იმ მიზეზით, რომ მათი განცხადებით კინწურაშვილის მოსვლის შემდეგ თეატრში ნორმალური სამუშაო პროცესი შეუძლებელი გახდა. 


ყველა ახალი ამბავი
0