19:40 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საგამოფენო ექსპონატები

ეროვნულ მუზეუმში შუა საუკუნეების საგანძური გამოიფინა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
3901

საქართველოს მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში შუა საუკუნეების საგანძურის გამოფენა გაიხსნა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში შუა საუკუნეების საგანძურის გამოფენა გაიხსნა, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XVIII საუკუნეების ხელნაწერები.

ექსპონატთა შორისაა 1054 წლით დათარიღებული ალავერდის ოთხთავიც, რომელიც სახარებათა ხელნაწერ ტრადიციებში იშვიათ მინიატურას, მაცხოვრის ტილოზე აღბეჭდილ ხატს შეიცავს. ოთხთავის ყდა შემკულია ძვირფასი თვლებითა და წმ. გიორგის ტიხროვანი მინანქრის გამოსახულებებით.

გამოფენილია აგრეთვე, თამარ მეფის დაკვეთით გადაწერილი XII-XIII საუკუნეების ვანის ოთხთავი, 1188-1210 წლებში შესრულებული ასტროლოგიური თხზულება „საეტლო და სამთვარიო“ კრებული და სხვა საგანძური.

გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა უნიკალურ ხატებს, ნაქარგობის ნიმუშებს, ქვის, ხის და შუა საუკუნეების სხვა გამორჩეულ ექსპონატებს.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის მისამართია შოთა რუსთაველის გამზირი № 3.

მთავარი თემები