00:45 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დღეს საქართველოში „ღამე მუზეუმში“ გაიმართება

© сайт Национального музея Грузии
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
2901

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებს შორის მუზეუმების პოპულარიზებაა. აქციის მონაწილეებს ელოდებათ ექსკურსიები, კონცერტები, სამეცნიერო-შემეცნებითი თამაშები, კონფერენციები და სხვა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოში 21 მაისს „ღამე მუზეუმში“ გაიმართება, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

აქცია, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ გაიმართება. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებს შორის მუზეუმების პოპულარიზებაა.

აქციის ფარგლებში მსურველებს შეეძლებათ სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიების მონაწილენი გახდნენ. მათ შორისაა ექსკურსიები საათში ერთხელ, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები, სამეცნიერო-შემეცნებითი თამაშები, სახალხო კითხვა, სპექტაკლები, დისკუსიები, კონფერენციები, ვიქტორინები და პოეტური საღამოები.

„ღამე მუზეუმში“ საქართველოს ყველა მუზეუმში 21:00-დან 01:00 საათამდე გაიმართება. შესვლა უფასოა.

„ღამე მუზეუმში“ პირველად ბერლინში 1997 წელს გაიმართა. ორი წლის შემდეგ აქცია საფრანგეთში სახელწოდებით „მუზეუმების გაზაფხული“ ჩატარდა. 2001 წელს ამ აქციაში უკვე ევროპისა და ამერიკის 39 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო 2005 წელს „მუზეუმების გაზაფხული“ „ღამე მუზეუმში“ გახდა.

მთავარი თემები