„ევროვიზიაზე“ საქართველო მე–17 ნომრით გამოვა

გამოწერა
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz 12 მაისს მსოფლიოს სხვა ქვეყნების 19 მომღერალთან ერთად გამოვლენ „ევროვიზია 2016–ის“ სცენაზე.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მე–17 ნომრით გამოვლენ, ნათქვამია კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ნახევარფინალების მეორე დღეს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-თან ერთად მსმენელის წინაშე სხვადასხვა ქვეყნის 19 მონაწილე წარდგება.

ნიკა კოჩაროვი: მეგონა, რომ ევროვიზიაზე მოწვევა ხუმრობა იყო - Sputnik საქართველო
ნიკა კოჩაროვი: მეგონა, რომ "ევროვიზიაზე" მიწვევა ხუმრობა იყო

„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი 10 მაისს, მეორე კი 12 მაისს გაიმართება. კონკურსის პირველ დღეს, რომელზეც 18 მომღერალი იმღერებს, ფინეთის წარმომადგენელი გახსნის, ხოლო მეორე დღეს პირველი ლატვიის წარმომადგენელი იქნება.
ორივე ნახევარფინალის შედეგებით გაირკვევა კონკურსის ფინალისტების რიგითობა.

ორი ნახევარფინალიდან საუკეთესოთა ოცეული ფინალში გავა, რომელიც 14 მაისს გაიმართება. აქ მათ შეუერთდებიან მასპინძელი — 2015 წლის გამარჯვებული ქვეყანა და „დიდი ხუთეული“ (კონკურსის დამფუძნებელი ხუთი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი).

კონკურსი „ევროვიზია — 2016“ სტოკჰოლმში 10-14 მაისს გაიმართება.

„ევროვიზია 2016“-ის ოფიციალური სლოგანია Come together („მოდით, ერთად“).

ჯგუფი YoungGeorgianLolitaz (YGL) 2000 წელს დაფუძნდა. მასში ოთხი წევრია — ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა როკ-ფესტივალში არაერთხელ მონაწილეობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0