14:51 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი, სკვერი აბანოთუბანში

შექსპირი და რუსთაველი საქართველოში ხვდებიან

© Sputnik/ Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
4401

ორი უდიდესი პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლებს თემატურ კონკურსებში მონაწილეობა და ცნობილ რუსთველოლოგებსა და შექსპიროლოგებთან შეხვედრა შეუძლიათ.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისში ორი საქვეყნოდ აღიარებული გენიოსის იუბილე აღინიშნება: 850 წელი შოთა რუსთაველის დაბადებიდან და 400 წელი ინგლისელი დრამატურგის, უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან.

პროექტი სახელწოდებით „შექსპირი და რუსთაველი საქართევლოში ხვდებიან“ 2016 წლის 23 აპრილს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გასტანს. პროგრამა თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რუსთაველის აფორიზმების ონლაინ–გამოკითხვა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა თემატური ნამუშევრების კონკურსი და  აგრეთვე საუბრები ცნობილ რუსთველოლოგებსა და შექსპიროლოგებთან.

პროექტის სტუმრები მოისმენენ შექსპირის ნაწარმოებების ქართულ თარგმანებს.

„პროგრამის ორგანიზატორი, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, გახლავთ საგანმანათლებლო ორგანიზაცია ბრიტანული საბჭო, ღონისძიებების ჩასატარებლად შერჩეულია თბილისის ხელოვნების სასახლე, ევროპის სახლი, წიგნის ეროვნული ცენტრი და თბილისის სამხატვრო აკადემია.

პროექტის პროგრამას დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებგვერდზე.

მთავარი თემები