თბილისში აუტისტების მხარდასაჭერი კონცერტი ჩატარდება

გამოწერა
კონცერტიდან შემოსული თანხა საქართველოში აუტისტი მოზარდებისთვის განკუთვნილი სასწავლო–სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ცნობილი საოპერო მომღერლები ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი და ქართული ოპერის სხვა ვარსკვლავები აუტისტი ბავშვების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ, — აუწყეს Sputnik–ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

საქველმოქმედო ღონისძიება აუტიზმის პრობლემაზე ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება 2 აპრილს.

კონცერტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება 4 აპრილს, 20:00 საათზე.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 1-3 აპრილი

აუტისტ ბავშვებს სოტკილავასა და ქასრაშვილთან ერთად, მხარდაჭერას გამოუცხადებენ ისეთი სახელგანთქმული საოპერო მომღელები, როგორებიც არიან: თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი გაგნიძე და შალვა მუქერია. სცენაზე დაუკრავს ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი პიანისტი დავით ალადაშვილი.

შესრულდება კლასიკური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებები.

ღონისძიება იმართება დევიზით „აუტიზმი არ არის ტრაგედი, ტრაგედია — ეს იგნორირებაა“. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში თეატრში ასევე გაიმართება ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილი ნამუშევრების გამოფენა.
ბილეთების ღირებულება 25 — 100 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და საიტზე.

კონცერტიდან შემოსული თანხა საქართველოში აუტისტი მოზარდებისთვის განკუთვნილი სასწავლო–სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისი მერია და კულტურის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0