15:09 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
შოთა რუსთაველი

2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშნავს

© Sputnik/
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
76901

შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები სახელმწიფო კომისიის დონეზე დაიგეგმება, რომელშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთვება.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik.  XII  საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად სამთავრობო კომისია შეიქმნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაური იუბილის მაღალ დონეზე აღნიშვნას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

გარდა ამისა, 2016 წელს საქართველო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს, რომელიც ქვეყანამ 1991 წელს აღადგინა. საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს.

„პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები სახელმწიფო კომისიის დონეზე დაიგეგმება, რომელშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ჩაერთვება“, — ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წევრები იქნებიან მიწვეულნი.

შოთა რუსთაველი (1660-1166-1216) – XII საუკუნის სახელმწიფო მოღვაწე და პოეტი, ავტორი ქრესტომათიული ეპიკური პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. 

 

მთავარი თემები