22:16 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
მსოფლიო აკადემიური მუსიკის ვარსკვლავები თბილისის ფესტივალზე

ახალ წელს თბილისში მსმენელის წინაშე კლასიკური მუსიკის რუსი ვარსკვლავები წარდგებიან

© video: Sputnik .
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
6601

თბილისში საერთაშორისო ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში კლასიკური მუსიკის რუსი ვარსკვლავები გამოვლენ. ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას შემსრულებლები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-იდან, ნიდერლანდების სამეფოდან, გერმანიიდან და საქართველოდან.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. კლასიკური მუსიკის რუსი ვარსკვლავები — პიანისტი ბორის ბერეზოვსკი და მევიოლინე ნიკიტა ბორისოგლებსკი თბილისში საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ ფარგლებში გამოვლენ, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
 ფესტივალი თბილისში 14-29 დეკემბერს ჩატარდება. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საფორტეპიანო, კამერული, საორღანო, ასევე ჯაზური მუსიკა აჟღერდება.
 რუსი მუსიკოსების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-იდან, ნიდერლანდების სამეფოდან, გერმანიიდან და საქართველოდან. ფესტივალს გახსნის ცნობილი ამერიკელი დრამერი ჯეფ ბალარდი (Jeff Ballard) ამერიკულ ჯაზ-ტრიოსთან ერთად. სცენაზე გამოვლენ ქართველი პიანისტები ალექსანდრე კორსანტია და თამარ ბერაია, ასევე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.


 ასევე, მსმენელის წინაშე წარდგებიან მევიოლინეები ბენჟამენ მარკიზ გილმორი(Benjamin Marquise Gilmore) ინგლისიდან  და იოზეფ პულია (Joseph Puglia) ჰოლანდიიდან, გერმანელი ორგანისტი გაბრიელ (გარი) კონიაევი (რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ეთერ მგალობლიშვილის კლასი დაამთავრა), დირიჟორი და მევიოლინე ლევ მარკიზი (Lev Markiz).
 წლევანდელი ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ სიახლეა რუბრიკა „დებიუტი“, რომლის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე ლონდონში მცხოვრები 24 წლის ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) წარდგება.
 ფესტივალის განმავლობაში, დიდი დარბაზის ფოიეში მხატვარ იურა ბერიშვილის ნახატების გამოფენა იქნება წარმოდგენილი.

 „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 1997 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, პიანისტ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორ კვირას გრძელდება.

მთავარი თემები