ჯგუფი „მგზავრები“ რუსეთში წინასაახალწლო კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Aleksey Kudenkoგიგი დედალამაზიშვილი
გიგი დედალამაზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფი „მგზავრები“, რომელმაც რუსი მსმენელის გული თავისი ინდივიდუალური სტილით მოიგო, სანკტ–პეტერბურგსა და მოსკოვში კონცერტით 27 და 30 დეკემბერს წარდგება.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ–როკ–ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში საახალწლო კონცერტებს გამართავს, ნათქვამია ჯგუფის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

სანკტ–პეტერბურგში ქართველი მუსიკოსების კონცერტი 27 დეკემბერს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის Erarta LIVE ტერიტორიაზე, ხოლო 30 დეკემბერს – მოსკოვის თეატრ „გოგოლ–ცენტრში“ გაიმართება.

„მგზავრები“ საკონცერტო პროგრამას „საახალწლო კონცერტი თეატრში“ ეწოდება.

დათო კენჭიაშვილი - Sputnik საქართველო
მოსკოვში საქართველოს ყველაზე რომანტიული ქართველი მომღერლის კონცერტი გაიმართება

 „ამჯერად, ჩვენს „თეატრალურ“ წარსულში დაბრუნებისა და ამის თქვენთვის გაცნობის სურვილი გვაქვს – ეს ერთდროულად კამერული კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრა და თეატრალური წარმოდგენა იქნება. აჟღერდება სიმღერები, რომლებიც არასდროს შესრულებულა და შეიქმნება ატმოსფერო, რომელიც ჯერ არასდროს ყოფილა“, – აღნიშნულია „მგზავრების“ განცხადებაში.

ჯგუფი „მგზავრები“ ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე“ 2008 წელს გამოვიდა და საქართველოში ძალზე პოპულარული გახდა.

მუსიკოსების შესრულება ხასიათდება ინდივიდუალური სტილით, რომელიც ფოლკლორულ რითმებს, მრავალხმიანობას, იმპროვიზაციას, ასევე, თანამედროვე და კლასიკურ ელემენტებს ითავსებს.

გასულ წელს „მგზავრებმა“ კონცერტები რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს ქალაქებში წარმატებით ჩაატარეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0