14:18 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
დათო კენჭიაშვილი

მოსკოვში საქართველოს ყველაზე რომანტიული ქართველი მომღერლის კონცერტი გაიმართება

© photo: courtesy of Dato Kenchiashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

დათო კენჭიაშვილი - ცნობილი ქართველი კომპოზიტორ-ფოლკლორისტია. დღეს იგი საქართველოში ხალხური მუსიკის ერთ-ერთ პოპულარულ შემსრულებლად ითვლება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ქართული ესტრადის მომღერალი დათო კენჭიაშვილი თავის პირველ სოლო-კონცერტს მოსკოვის ესტრადის სახელმწიფო თეატრში 2016 წლის თებერვალში გამართავს.

ქართველი მომღერალი მსმენელის წინაში პროექტ „საქართველოს ლეგენდების“ ფარგლებში წარდგება. 

„პირველად რუსეთში საქართველოს ყველაზე რომანტიული შემსრულებელი —დათო კენჭიაშვილი! YouTube-ზე მის სიმღერას „რამდენი მალოდინე“ 9,5 მილიონი ნახვა აქვს. მოსკოვის ესტრადის თატრში 10 თებერვალს, 19:00 სთ-ზე გელოდებით“, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონცერტზე კენჭიაშვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორულ კომპოზიციებს შეასრულებს, რომლებსაც ქართველ ემიგრანტებს მიუძღვნის.

საღამოს სპეციალური სტუმრები იქნებიან რუსეთში ცნობილი ქართული წარმომავლობის მომღერალი დიანა ღურცკაია და ხალხური ცეკვების ანსამბლი „ხალისი“.

დათო კენჭიაშვილი — ცნობილი ქართველი კომპოზიტორ-ფოლკლორისტია. დღეს იგი საქართველოში ხალხური მუსიკის ერთ-ერთ პოპულარულ შემსრულებლად ითვლება.

საზოგადოებაში კენჭიაშვილი ცნობილია შემდეგი სიმღერებით „ რამდენი მალოდინე“, „არ დაიჯერო“, „მიყვარხარ“ და სხვა.

კენჭიაშვილი ბავშვთა ხმისჩამწერი სტუდიის მფლობელია.

 


მთავარი თემები