თბილისში ფრანგული კინომუსიკის შედევრები აჟღერდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები - ნინა სუბლატი, ქეთი ორჯონიკიძე, ალეკო ბერძენიშვილი, ლუკა ზაქარიაძე, და პიანისტები - ლიზა რამიშვილი და ვალერიან შიუკაშვილი.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ლეგენდარული კომპოზიტორის  ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრების მოსმენა თბილისში შაბათს, 5 დეკემბერს იქნება შესაძლებელი, იუწყება კონცერტის ორგანიზატორი, სტუდია „ბრავო რეკორდსი“.

წარმოშობით რუმინელი ფრანგი კომპოზიტორი და მუსიკოსი ვლადიმირ კოსმა, რომელიც ასევე მევიოლინე და დირიჟორია, მსოფლიოში ცნობილია როგორც კინომუსიკის შემქმნელი. მან ისეთი პოპულარული ფილმებისთვის დაწერა მუსიკა, რომლებშიც მონაწილეობდნენ პიერ რიშარი, ჟერარ დეპარდიე, ჟან-პოლ ბელმონდო, ლუი დე ფიუნესი, სოფი მარსო და სხვები.

თბილისში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები — ნინა სუბლატი, ქეთი ორჯონიკიძე, ალეკო ბერძენიშვილი, ლუკა ზაქარიაძე, და პიანისტები — ლიზა რამიშვილი და ვალერიან შიუკაშვილი.

საღამო სახელწოდებით „ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები“ თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 სთ-ზე დაიწყება.

კონცერტის ორგანიზატორები არიან ხმის ჩამწერი სტუდია „ბრავო რეკორდსი“ და „ბანკი რესპუბლიკა“.


ყველა ახალი ამბავი
0