ქართველი დიზაინერები მოსკოვის მოდის კვირეულში მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების სტუმრები მოსკოვის „მანეჟში“ 2016 წლის გაზაფხული–ზაფხულის სეზონის ახალ კოლექციებს იხილავენ, რომელთაც 70–ზე მეტი დიზაინერი წარმოადგენს რუსეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ–დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. შვიდი პოპულარული ქართველი დიზაინერი მონაწილეობს Mercedes-Benz Fashion Week Russia–ში, რომელიც მოსკოვში 21–25 ოქტომბერს იმართება, — იუწყება MBFW Russia–ს ოფიციალური საიტი.

ქართულ მოდას მოსკოვის მოდის კვირეულის დამსწრეებს გააცნობენ ისეთი ცნობილი მოდელიერები, როგორებიც არიან: გოგა ნიქაბაძე, ბესარიონი, დიანა ქვარიანი, რია ქებურია, ეკა ბალანჩივაძე, თაკო მექვაბიძე და ბრენდი KETIone, რომელსაც მომღერალი ქეთი თოფურია წარმოადგენს. 

Tbilisi Fashion Week - Sputnik საქართველო
თბილისში მოდის კვირეული იწყება

ღონისძიების სტუმრები მოსკოვის „მანეჟში“ 2016 წლის გაზაფხული–ზაფ ხულის სეზონის ახალ კოლექციებს იხილავენ, რომელთაც 70–ზე მეტი დიზაინერი წარმოადგენს რუსეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ–დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. 


ყველა ახალი ამბავი
0