16:59 25 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0370
  • 100 RUB4.2987
  • USD2.8079
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
4001

ფესტივალში მონაწილეობენ კანადელი მომღერალი დაიანა კროლი, ამერიკელი ჯაზ–შემსრულებელი ესპერანსა სპოლდინგი და ცნობილი ამერიკელი დრამერის ჯეფ ბალარდის ტრიო.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნის ერთ–ერთი გრანდიოზული მუსიკალური მოვლენა – თბილისის ჯაზის ფესტივალი – მეთვრამეტედ 23–დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.

თბილისის ფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტებს გამართავენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი (Diana Krall), ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი (Esperanza Spalding), მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი (Jeff Ballard) და მისი ტრიო. 

ჯაზ–ფესტივალზე ასევე გამოვლენ ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი „Fourplay“.

ყველა კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

ჯაზის ფესტივალი გასული საუკუნის მიწურულს დაარსდა. ამ ფესტივალის საყრდენ წერტილად 1978 წელს გამართულ საკავშირო ჯაზ–ფესტივალს – „თბილისი–78“–ს მიიჩნევენ. მაშინ თბილისში გამოვიდნენ: ლენინგრადის დიქსილენდი, მოსკოვის ანსამბლი „ალეგრო“, პიანისტისა და კომპოზიტორის ვიაჩესლავ განელინის ტრიო, ბაქოს ანსამბლი „მუღამი“ და სხვები.


მთავარი თემები