„Sputnik საქართველომ“ პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ დაიწყო

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკში"სპუტნიკის" რადიო–სტუდია
სპუტნიკის რადიო–სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ ცნობილი რუსი და ქართველი ჟურნალისტის ბესიკ ფიფიას ამავე სახელწოდების წიგნს ეყრდნობა. თავის ნარკვევებში ავტორი მოგვითხრობს ლეგენდარულ და სახელგანთქმულ მოგზაურებზე, სახელმწიფოს მეთაურებზე, სასულიერო, სამხედრო პირებზე, მეცნიერებზე, მწერლებზე, მხატვრებზე, მუსიკოსებზე, მსახიობებზე, მეწარმეებსა და სპორტსმენებზე.

თბილისი, 22 ოქტ – Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო“ პორტალის ქართულ და რუსულ ვერსიებზე საკუთარ მკითხველებს სთავაზობს საინტერესო ცნობებს იმ ლეგენდარული, ისტორიული და სახელგანთქმული პიროვნებების შესახებ, რომელთაც თავის დროზე ფეხი დაუდგამთ ქართულ მიწაზე.

სარედაქციო პროექტის „დიდი ადამიანები საქართველოში“ გმირები უკვე გახდნენ წარსულისა და თანამედროვეობის ისეთი პოლიტიკური მმართველები, როგორიც იყვნენ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი; მსხვილი მეწარმეები ძმები სიმენსები და ძმები ნობელები; სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი, XX საუკუნის ლიტერატურის კლასიკოსი ჯონ სტეინბეკი; მსოფლიო კინემატოგრაფიის ცნობილი მსახიობები მარჩელო მასტროიანი, პიერ რიშარი და შერონ სტოუნი. იმ ესეებისა და ნარკვევების გარდა, რომლებიც პროექტის გმირებზე მოგვითხრობენ, „სპუტნიკი საქართველო“ საკუთარ მკითხველს უნიკალურ საილუსტრაციო მასალას სთავაზობს, მათ შორის საქართველოს ეროვნული არქივიდან და ქვეყნის პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი კოლექციებიდან.

 „Sputnik საქართველოს“ პროექტის უახლოეს გეგმებშია ნარკვევები მოციქულ ანდრია პირველწოდებულზე და კათოლიკური ეკლესიის კანონიკურ წინამძღვარზე იოანე-პავლე II-ზე; რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ზე და აშშ-ის 43-ე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე; რუსეთისა და საფრანგეთის უდიდეს ლიტერატორებზე – ალექსანდრე პუშკინსა და ალექსანდრე დიუმა-მამაზე; რუსული სიმფონიური და საოპერო მუსიკის კლასიკოს პეტრე ჩაიკოვსკიზე; თეატრისა და კინოს რუს მსახიობებზე – ვლადიმერ ვისოცკისა და ალისა ფრეინდლიხზე; ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასა და მრავალ სხვა დიდ ადამიანზე, რომლებმაც მოინახულეს საქართველო. 

პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ ცნობილი რუსი და ქართველი ჟურნალისტის ბესიკ ფიფიას ამავე სახელწოდების წიგნს ეყრდნობა. თავის ნარკვევებში ავტორი მოგვითხრობს ლეგენდარულ და სახელგანთქმულ მოგზაურებზე, სახელმწიფოს მეთაურებზე, სასულიერო პირებზე, სამხედრო პირებზე, მეცნიერებზე, მწერლებზე, მხატვრებზე, მუსიკოსებზე, მსახიობებზე, მრეწველებსა და სპორტსმენებზე. „სპუტნიკი საქართველოს“ პროექტის ნარკვევებში აღწერილია ყველა მისი გმირის მოგზაურობა საქართველოში.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.


ყველა ახალი ამბავი
0