08:42 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
მოსკოვი, ერმიტაჟის ბაღი

მოსკოვში 4 ოქტომბერს „თბილისობას“ აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Руслан Кривобок
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
701

„თბილისობის“ ფარგლებში, აღინიშნება მინერალური წყლის „ბორჯომის 125 წლის იუბილე და იქვე ბაღში დაგეგმილია ფოტოგამოფენა „ლეგენდარული ბორჯომი“, რომელიც ამ უნიკალური წყლის ისტორიას ეძღვნება.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ თბილისის დღეს — „თბილისობას“ აღნიშნავენ  4 ოქტომბერს მოსკოვის ბაღ  „ერმიტაჟში“, ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართველთა კავშირი რუსეთში“ იტყობინება

საქართველოს დედაქალაქის დღე — „თბილისობა“, როგორც მას საქართველოში უწოდებენ, მოსკოვის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება.

„ერმიტაჟის“  ბაღის მნახველებს ელოდებათ საინტერესო და მხიარული პროგრამა, რომლის წყალობითაც, ნებისმიერ მსურველს შეეძლება საქართველოს დედაქალაქის სულიერ ატმოსფეროს შეერწყას“, — ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოს დედაქალაქის დღე, რომელსაც მოსკოვში უკვე მეხუთედ აღნიშნავენ, 12:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გასტანს. დასწრება თავისუფალია. 

ბაღის მთავარ სცენაზე რუსული და ქართული სცენის არტისტების კონცერტი იგეგმება. 

„თბილისობის“ ფარგლებში, აღინიშნება მინერალური წყლის „ბორჯომის 125 წლის იუბილე და იქვე ბაღში დაგეგმილია ფოტოგამოფენა „ლეგენდარული ბორჯომი“, რომელიც ამ უნიკალური წყლის ისტორიას ეძღვნება. 

კომპანია „ბორჯომის“ მხარდაჭერით, ბაღის საზაფხულო სცენაზე, მოსკოვის ქართული რესტორნების შეფ-მზარეულები მასტერ-კლასებს გამართავენ სტუმრებისათვის — ხაჭაპურის, ხინკლის, ჩურჩხელების, ფელამუშის და სხვა ტრადიციული ქართული კერძების დამზადებაში. მასტერ-კლასებს კერძების დეგუსტაცია დაასრულებს!

გარდა ტრადიციული ქართული კერძების დამზადებისა, სტუმრებს ღვინის დაწურვის ხელოვნებასა და ქართულ ცეკვაშიც ჩაუტარებენ მასტერ-კლასებს. „თბილისობის“  პატარა სტუმრები კი თექის მოთელვის, მისგან თოჯინებისა და ეროვნული სამოსის დამზადების, თიხის ძერწვის ხელოვნებას ეზიარებიან. 

სახვითი ხელოვნების მოყვარულთ ქართველ მხატვარტა და ფოტოხელოვანთა გამოფენა „საქართველო —ჩემი სიყვარული“ უმასპინძლებს.

დღესასწაული იქვე ღია კინო-თეატრში ცნობილი ქართული ფილმების ჩვენებით დასრულდება.  


მთავარი თემები