შატილის მაღალმთიან სოფელში ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

© photo: Sputnik / Dadvadze / გადასვლა მედიაბანკშიხევსურეთის სოფელი შატილი
ხევსურეთის სოფელი შატილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსების სამინისტრო დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას იწყებს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ხევსურეთში, სოფელ როშკაში 2016 წლის შემოდგომაზე ტურისტებისათვის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნება, იტყობინება გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახური ორშაბათს, 7 სექტემბერს. 

 ფშავ —ხევსურეთის ტერიტორიაზე ეროვნული პარკი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2014 წლის 28 აპრილს შეიქმნა. 

 გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსების სამინისტრო დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას იწყებს. 

 „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა შატილში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება. სოფელ როშკაში საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

 „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით შემოსავლებს უზრუნველყოფს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.


ყველა ახალი ამბავი
0