ბათუმში I, CULTURE Orchestra-სა და ლიზა ბათიაშვილის კონცერტი იგეგმება

© ge.rsp.travelბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორკესტრის ბათუმის კონცერტის პროგრამაშია ლეოშ იანაჩეკის, ალექსანდრ მოსოლოვის, სერგეი პროკოფიევის, ნაწარმოებები.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო ანსამბლ  I, CULTURE Orchestra-სა და ქართული წარმოშობის გერმანელი მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილის კონცერტი გაიმართება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე 26 აგვისტოს. 

 I, CULTURE Orchestra — ეს არის ახალგაზრდა მუსიკოსთა ანსამბლი პოლონეთიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან — სომხეთი, აზრბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, და უკრაინა. იგი 2011 წელს ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტმა შექმნა. 

 ორკესტრის ბათუმის კონცერტის პროგრამაშია ლეოშ იანაჩეკის, ალექსანდრ მოსოლოვის, სერგეი პროკოფიევის, ნაწარმოებები. კონცერტზე ასევე გაჟღერდება სომეხი კომპოზიტორის ავეტ ტერტერიანის და ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის მუსიკა. 

 ორკესტრს უდირიჟორებს უკრაინელი დირიჟორი კირილ კარაბიცი. 

 არსებობის 4 წლის მანძილაზე, I, CULTURE Orchestra  29 კონცერტი მსოფლიოს 22 ქალაქში გამართა, ძალიან პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებსა და ფესტივალებზე: დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვედეთში, ისლანდიაში, დანიაში, ლიტვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. 

 ლიზა ბათიაშვილი — პიანისტისა და მევიოლინეს ქალიშვილი, 1991 წელს ოჯახთან ერთად გადავიდა გერმანიაში, სადაც მუსიკისა და თეატრის ჰამბურგის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. 

 2001 წელს ჩაწერა პირველი ალბომი იოჰან სებასტიან ბახის, ფრანც შუბერტის და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებებით.

 ბათიაშვილისათვის დაიწერა მანგუს ლინდბერგის კონცერტი სკრიპკისათვის, რომელიც მან პირველად 2006 წელს შვედეთსა და აშშ-ში შეასრულა. 1995 წელს ლიზა ბათიაშვილმა სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა  საერთაშორისო კონკურსზე მეორე პრემია დაიმსახურა. 2006 წელს ბეთჰოვენის ფესტივალში მონაწილეობისათვის, ბეთჰოვენის ბეჭედი დაიმსახურა, ხოლო 2009 წელს კიჯის აკადემიის პრემიის ლაურეატი გახდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0