უკრაინელმა და ქართველმა მხატვრებმა თავისი „მანიფესტი“ შექმნეს

© photo: Sputnik / Арас Ахундов / გადასვლა მედიაბანკშისულთან აჰმედის მეჩეთი სტამბულში
სულთან აჰმედის მეჩეთი სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული გამოფენის იდეის ავტორი ცნობილი ავსტრიელი კურატორი გეორგ შოლჰამერია, რომელმაც თავად შეარჩია უკრაინელი და ქართველი არტისტების ნამუშევრები გამოფენისათვის.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ-უკრაინული გამოფენა — „ფიქრის ფორმის მანიფესტი — გაუჩინარების გზა“ 2015 წლის 2-30 სექტემბერს, სტამბულის საერთაშორისო ხელოვნების მე-14-ე ბიენალეს პარალელური პროგრამის ფარგლებში და კიევის ბიენალეზე, (8 სექტემბერი-1 ნოემბერი) იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იტყობინება. 

 სტამბულის საერთაშორისო ხელოვნების მე-14-ე ბიენალეს თემაა „SALTWATER a Theory of Thought Forms” – („ზღვის წყალი — ფიქრის ფორმის თეორია“), კიევის ბიენალესი კი — „The School of Kyiv“ (კიევის სკოლა).

„გამოფენა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და უკრაინაში დაბადებული ახალგაზრდა და შუა თაობის ქალი არტისტების ნამუშევრები იქნება გაერთიანებული, სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს კიევისა და თბილისის წინააღმედეგობრივ ისტორიას და რეალობას. წარმოდგენილ ნამუშევრებში აისახება არტისტების დამოკიდებულება მრავალ მხარეს მიმავალი ბილიკების, ზეგავლენებისა და კონფლიქტები მიმართ, რომლებიც ქნიან ისტორიებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და უკრაინის როგორც მედიატორ ების როლს, ევროპულ და აზიურ კულტურებს შორის,“- ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ქართული გამოფენის იდეის ავტორი ცნობილი ავსტრიელი კურატორი გეორგ შოლჰამერია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, თბილისს 2-4 ივნისს სტუმრობდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გეორგ შოლჰამერი სხვადასხვა სახელოვნებო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, კურატორებს და ხელოვანებს შეხვდა, 100-ზე მეტი არტისტის პორტფოლიოს გაეცნო და არჩევანი 3 ქართველ არტისტზე — ანა ჩადუნელზე, თამარ ჭაბაშვილზე და უტა ბექაიაზე შეაჩერა. პარალელურად, ქართულ-უკრაინულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად არტისტები შეირჩნენ უკრაინიდანაც — ანა ზვიაგენცევა და ლადა ნაკონეჩნა. 

 სტამბულის საერთაშორისო ბიენალე რომელიც ყოველ ორ წელიწადში ტარდება, მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყნის 60-ზე მეტი არტისტის უმასპინძლებს. ღონისძიება ბოსფორის ორივე მხარეს სხვადასხვა საგამოფენო მოედნებზე გაიმართება. 

 წლევანდელ ბიენალეს სტამბულში კურირებს მწერალი, არტ-ისტორიკოსი და აშშ-ს ჩრდილო დასავლეთ უნივერსიტეტის პროფესორი კაროლინ ხრისტოვ-ბაკარჯიევ. 2012 წელს იგი არტ-სამყაროში ჟურნალ ArtReview-ს ვერსიით, ყველაზე გავლენიან პიროვნებად აღიარეს.

 თანამედროვე ხელოვნების კიევის მეორე ბიენალე „კიევის სკოლა“ ახალ გახსნილ ფორმატში ჩატარდება.  მოვლენა გააერთიანებს ხელოვნებასა და საჯარო დისკუსიების პლატფორმებს. კიევის ბიენალეში მონაწილეობას 70-მდე გამოჩენილი მხატვარი მიიღებს. 


ყველა ახალი ამბავი
0