ბათუმში ემილ ზოლას რომანის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარადგენენ

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ტერეზა რაკენის“ პრემიერა 15 წლის წინ გრიბოედოვის თეატრში გაიმართა. რეჟისორმა განახლებულ ფორმატში პიესის გმირებს ქართული და ბიბლიური სახელები დაარქვა.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის განახლებულ  ვერსიას ემილ ზოლას რომანის „ტერეზა რაკენის“ მიხედვით მაყურებელი ბათუმის განახლებული დრამატული თეატრის ახალ სცენაზე 13 და 14 აგვისტოს იხილავს. 

„ტერეზა რაკენის“ პრემიერა 15 წლის წინ გრიბოედოვის თეატრში გაიმართა. რეჟისორმა განახლებულ ფორმატში პიესის გმირებს ქართული და ბიბლიური სახელები დაარქვა.

ორმოქმედებიან სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები მეგი კობალაძე, ზაალ გოგუაძე, ნატო გოგიტაური, ტიტე კომახიძე და ზურაბ ქავთარაძე, აღნიშნულია სპექტაკლის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

სპექტაკლი 20:00 სთ-ზე დაიწყება. სპექტაკლზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ბათუმის დრამატული თეატრის სალაროებში შეუძლიათ (აჰმედ მელაშვილის, ყოფილი კამოს ქუჩა, 32). ბილეთის ფასია 10 ლარი. სალაროს ტელეფონის ნომერი: +995 042 27 31 90.


ყველა ახალი ამბავი
0